პროექტები

როგორც კომერციულ, ასევე სახელმწიფო სექტორში, იუ-ჯი-თის ათობით მსხვილი და საშუალო ზომის პროექტი აქვს განხორციელებული. მათ შორისაა: კონსალტინგური, სისტემური ინტეგრაციის, კორპორაციული გადაწყვეტილებების და კომპიუტერული ტექნიკის მიწოდების პროექტები. მსხვილი პროექტები ხორციელდება საქართველოს ყველა მოწინავე დარგის
ორგანიზაციაში: საბანკო-საფინანსო სფეროში, სატელეკომუნიკაციო, საცალო
ვაჭრობის, დისტრიბუციის და სხვა სფეროებში. 2004 წლიდან, მსხვილი პროექტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა სახელმწიფო სექტორში.

პროექტები


 

იუ-ჯი-თის მიერ განხორციელებული პროექტები:

 

2010 წელი. განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მონაცემთა ბაზის განვითარების ტექნიკური მხარდაჭერა. იუ-ჯი-თის თანამშრომლების მიერ შემუშავებული იქნა რეესტრის სისტემის განვითარებისა და მისი სამომავლო მხარდაჭერის კონცეფცია და ჩარჩო დოკუმენტი. პროექტის ფარგლებში განხორციელდა ფუნდამენტური ცვლილებები, როგორც მონაცემთა ბაზის არქიტექტურაში ასევე ძირითად პროცესებში. გაუმჯობესდა და შეიქმნა მონაცემთა ბაზის ისეთი ძირითადი მოდულები, როგორიცაა: სტუდენტებისა და უმაღლესი სასწავლებლების რეესტრი, გრანტის დაანგარიშება და დარიცხვა, სტუდენების მობილობის მართვა, განათლების სპეციალობების რეესტრი, კურიკულუმების აღრიცხვა და სხვ. ასევე შეიქმნა უნივერსიტეტებთან და სხვა გარე ორგანიზაციებთან მონაცემთა გაცვლის ავტომატიზაციის პილოტური მოდული.
შემუშავებული მონაცემთა ბაზა წარმაოდგენს განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეესტრის სისტემის ერთერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს. მისი გამართულად უტილიზაცია კი უზრუნველყოფს ეროვნული განათლების ხარისხის გაუმჯობესების მხარდაჭერას.

 

2009 წელი.სამართალდარღვევების რეგისტრაციის სისტემის დანერგვის პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროში. შინაგან საქმეთა სამინისტროში ექსპლუატაციაში გაეშვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ერთიანი ინფორმაციული სისტემა AVIS-ი, რომელიც ელექტრონულ ფორმატში აღრიცხავს საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ დარღვევებს. აღნიშნული სისტემის ახალი კონცეფციისა და არქიტექტურის შემუშავება განხორციელდა იუ–ჯი–თისა და შსს-ს ერთობლივი მუშაობის შედეგად, რომელსაც მხარს უჭერდა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა. სისტემის მეშვეობით შესაძლებელი გახდა სხვადასხვა წყაროების მონაცემთა ერთიან ბაზაში კონსოლიდაცია, რაც გაცილებით ეფექტიანს ხდის ადმინისტრაციული სამართალდარღვევების მართვის პროცესს.

2009 წელი. სარეზერვო მონაცემთა ცენტრის აგების პროექტი სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში. იუ–ჯი–თიმ განახორციელა სარეზერვო მონაცემთა ცენტრის აგების პროექტი სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში.  მონაცემთა ცენტრი განლაგდა ლამპერცის მოდულურ ოთახში, რომელიც პირველია ამიერკავკასიაში. ლამპერცი არის ასეთი ოთახების N1 მწარმოებელი ევროპაში. ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე კი ლამპერცის მოდულური ოთახით აღწურვილია სულ რამდენიმე ორგანიზაცია. ეს არის დამოუკიდებელი სათავსო, გაფართოების შესაძლებლობებით. დაცულია ყველა ძირითადი რისკისგან (წყალი, ცეცხლი, აფეთქება, სროლა, ნამსხვრევების ცვენა, ელექტრომაგნიტური გამოსხივება და ა.შ) მონაცემთა ცენტრი  აღიჭურვა  იუ–ჯი–თის პარტნიორი კომპანია Rittal-ის პროდუქციით:  უწყვეტი კვების წყაროებით, კარადებით, ხანძარსაწინააღმდეგო, ვიდეოთვალთვალის და გაგრილების სისტემებით. 

2009 წელი. „ობოლ და მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა აღრიცხვის მონაცემთა ბაზის" შემუშავების პროექტი. იუ–ჯი–თიმ დაასრულა „ობოლ და მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა აღრიცხვის მონაცემთა ბაზის" შემუშავების პროექტი, რომელიც ევროსაბჭოს დაფინანსებით განხორციელდა. სისტემა უზრუნველყოფს ობოლ ბავშვთა აღრიცხვის დადგენილი ფორმების ელექტრონულ ფორმატში რეგისტრაციას საქართველოს ყველა რეგიონის მასშტაბით. პროდუქტის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ შესაძლებელი გახდება თითოეული ობოლი და მზრუნველობა მოკლებული ბავშვის შესახებ დროის მცირე მონაკვეთში ამომწურავი ინფორმაციის მიღება და დამუშავება.

2009 წელი. მონაცემთა ბაზების სერვერების განახლებისა და ვირტუალური ინფორმაციის მოდერნიზაცის პროექტი ჯორჯიან ქარდში.  პროექტის ფარგლებში იუ–ჯი–თის ექსპერტებმა და ტექნიკურმა კონსულტანტებმა  ჯორჯიან ქარდში დანერგეს HP–ის, EMC–სა და Symantec-ის ლიცენზიები. ინსტალაციები, რომლებიც ამ პროექტის ფარგლებში განხორციელდა მოიცავს შემდეგ სამუშაოებს:

  • ძირითადი მონაცემთა ბაზების სერვერების განახლება (FrontDB, BackDB);
  • მონაცემთა შენახვის სისტემის განახლება;
  • მონაცემების და სერვისების მიგრაცია განახლებულ სისტემაზე;
  • ვირტუალური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია-განახლება;
  • ვირტუალური ინფრასტრუქტურის მონაცემების მიგრაცია განახლებილ სისტემაზე.
  • მონაცემთა რეზერვირება-არქივირების ცენტრალიზებული სისტემის დანერგვა

2009 წელი. აიტი ინფრასტრუქტურის მიგრაციის პროექტი ბითიეი ბანკში. იუ–ჯი–თიმ ბითიეი ბანკისთვის განახორციელა საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მიგრაციის პროექტი, პროექტი ითვალისწინებდა აიტი ინფრასტრუქტურის მიგრაციას ბანკის ახალ, ცენტრალურ ოფისში, იმგვარად, რომ არსებული სერვისები  მაქსიმალური შეფერხების გარეშე ფუნქციონირებდეს. მიგრაციის ფარგლებში მოხდა კომპიუტერული ქსელის ინფრასტრუქტურის მიგრაცია და სატელეფონო სისტემის მიგრაცია.  

სამუშაოები წარმოდგენილი იყო შემდეგი სამი ფაზის მიხედვით:

  • წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოები
  • ინფრასტრუქტურის მიგრაცია
  • სისტემის მონიტორინგი და ოპტიმიზაცია

2009 წელი. საქართველოს ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ახალ შენობაში თანამედროვე, უახლესი სისტემებით აღჭურვილი სასერვერო ოთახის საინჟინრო ინფრასტრუქტურის მონტაჟი 
იუ–ჯი–თიმ შეიმუშავა ჯანდაცვის სამინისტროს ახალი შენობის  სასერვერო ოთახის საინჟინრო ინფრასტრუქტურის უნიკალური გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს გამოთვლითი და დამხმარე აპარატურის (სერვერები, ქსელური აპარატურა, შემნახველი მოწყობილობები, უწყვეტი კვების წყაროები) შეუფერხებელ და უსაფრთხო ფუნქციონირებას, რაც გულისხმობს მათ მომარაგებას უწყვეტად ელექტრო ენერგიით, გაგრილებას, მონიტორინგს და რეპორტინგს, ამასთან გადაწყვეტილება  პერსპექტივაში უზრუნველყოფს მასშტაბირებას.

ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო  აღნიშნული გადაწყვეტილებით შეძლებს უსაფრთხო, ცენტრალიზებული მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნას მისი მუდმივი გაფართოებით, რომელიც მაქსიმალურად იქნება დაზღვეული ძირითადი რისკებისგან – გადახურება, წყალი, ცეცხლი, ელექტროენერგიის წყვეტა, უსანქციო დაშვება.

2008 წელი. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ცენტრალური ოფისის სასერვერო ოთახების საინჟინრო ინფრასტრუქტურის მოწყობა
იუ–ჯი–თიმ შეიმუშავა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ცენტრალური ოფისის სასერვერო ოთახის საინჟინრო ინფრასტრუქტურის უნიკალური გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს გამოთვლითი და დამხმარე აპარატურის (სერვერები, ქსელური აპარატურა, შემნახველი მოწყობილობები, უწყვეტი კვების წყაროები) შეუფერხებელ და უსაფრთხო ფუნქციონირებას. გადაწყვეტილება გულისხმობს  სასერვერო ოთახის მომარაგებას უწყვეტად ელექტრო ენერგიით, გაგრილებას, მონიტორინგს და რეპორტინგს.  პროექტის განხოციელებისას გამოყენებულია ისეთი ვენდორების პროდუქტები როგორიცაა მსოფილიო ლიდერი კომპანიები სხვადასხვა მიმართულებით: RITTAL; FG WILSON;  LINDNER.  ამჟამად მიმდინარეობს გაგრილების, ვიდეოთვალთვალის და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების მონტაჟი. სამოქალაქო რეესტრი აღნიშნული გადაწყვეტილებით შეძლებს უსაფრთხო, ცენტრალიზებული მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნას მისი მუდმივი გაფართოებით, რომელიც მაქსიმალურად იქნება დაზღვეული ძირითადი რისკებისგან – გადახურება, წყალი, ცეცხლი, ელექტროენერგიის წყვეტა, უსანქციო დაშვება.

2008 წელი. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ცენტრალური ოფისის საარქივო ოთახებში ავტომატური ხანძარქრობის სისტემის მონტაჟი
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ცენტრალური ოფისის საარქივო ოთახებში დამონტაჟდა ხანძარაღმოჩენის და ქრობის ავტომატური სისტემა, რომელიც ეფუძნება მსოფლიოში წამყვანი ბრენდების SECURITON (შვეიცარია) და FIKe (დიდი ბრიტანეთი) გადაწყვეტილებებს. რეესტრის არქივები, რომლებიც თავის მხრივ შედის მაღალი რისკის ჯგუფში,  ამჟამად დაცულია ხანძარაღმოჩენის და ქრობის ავტომატური ცენტრალიზებული სისტემით, რომელიც იმართება მონიტორინგის პულტით.

2008 წელი. მონაცემთა შენახვისა და  რეზერვირების ინფრასტრუქტურის კონსოლიდაციისა და CreditInfo DecisionMaker სისტემის მაღალმდგრადი გამოთვლითი პლატფორმის შექმნა თიბისი ბანკისთვის. 
პროექტი მიზნად ისახავდა, როგორც  თიბისი ბანკის არსებული გამოთვლითი სისტემების განახლებას და მოდერნიზებას, ისე რიგი ახალი სისტემების დანერგვას.  პროექტის ფარგლებში იუ–ჯი–თის  ექსპერტერბმა და ტექნიკურმა კონსულტანტებმა განახორციელეს მონაცემთა შენახვის სისტემისა და ფაილური სერვისის კონსოლიდაცია;

მდგრადი გამოთვლითი პლატფორმის შექმნა CreditInfo DecisionMaker სისტემისათვის; ბიზნეს-კრიტიკული მონაცემების რეზერვირებისა და აღდგენის ავტომატიზირებული, ცენტრალიზირებული  სისტემის შექმნა. პროექტი, თავისი კომპლექსურობიდან გამომდინარე, საშუალებას იძლევა ერთდროულად იქნას მიღწეული რამოდენიმე მნიშვნელოვანი მიზანი: CreditInfo DecisionMaker სისტემის წარმადობისა და მდგრადობის ამაღლება;ბიზნეს-კრიტიკული მონაცემების დაცულობის და მართვადობის ხარისხის ამაღლება; მონაცემთა დაცვის (რეზერვირება-აღდგენის) მაქსიმალური ავტომატიზაცია და დაჩქარება.

2008  წელი. UFC (სს. „გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია) მაღალმდგრადი გამოთვლითი სისტემის განახლება 
პროექტი მოიცავდა   კლასტერული სისტემის რეისტალაცია და რეკონფიგურირებას; კლასტერული პროგრამული უზრუნველყოფის ინტეგრაცია მონაცემთა შენახვის სისტემასთან და ახალიკლასტერული სისტემის ტესტირებას.  პროექტის ფარგლებში განხორციელდა Symantec-ის ლიცენზიების განახლება. 

2008 წელი. ბი–თი–ეი ბანკის საინჟინრო ინფრასტრუქტურის მოწყობა
ბი–თი–ეი ბანკის გამოთვლითი ცენტრისთვის შემუშავდა გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს გამოთვლითი და დამხმარე აპარატურის (სერვერები, ქსელური აპარატურა, შემნახველი მოწყობილობები, უწყვეტი კვების წყაროები) შეუფერხებელ და უსაფრთხო ფუნქციონირებას, რაც გულისხმობს მათ მომარაგებას უწყვეტი ელექტროენერგიით, გაგრილებას, ხანძარაღმოჩენას და ქრობას, გარემო პირობების მონიტორინგს და რეპორტინგს, ასევე გამოთვლითი ცენტრის ოთახის დაშვების კონტროლსა და ვიდეო თვალთვალს. ამასთან გადაწყვეტილება უზრუნველყოფს მომავალში მის მარტივად გაზრდა–გაფართოებას.

ასევე შემუშავდა ბი–თი–ეი ბანკის მთავარი ოფისის კომპიუტერული და სატელეფონო ქსელის მოწყობის გეგმა, რომელიც საშუალებას მისცემს ქსელის ოპერატორებს შეუფერხებლად მართონ და შესაფერისი სერვისით და მომსახურეობით  უზრუნველყონ ბანკის სერვერები და თანამშრომლები.

2008 წელი. ფინანსური მონიტორინგის სამსახური - სტრუქტურირებული საკაბელო სისტემების მოწყობა, აქტიური აპარატურით აღჭურვა და სატელეფონო სისტემის მოწყობა.
პროექტი მოიცავდა ფინანსური მონიტორინგის სამსახურში სტრუქტურირებული საკაბელო სისტემების მოწყობას, აქტიური აპარატურით აღჭურვას და სატელეფონო სისტემის მოწყობას. აღნიშნული პროექტის დანერგვის საჭიროება გამოწვეული იყო სამსახურის ახალ შენობაში გადასვლით, სადაც არ არსებობდა არანაირი კომუნიკაციის საშუალება.  განხორციელდა ერთიანი სისტემის დაპროექტება, საკაბელო სისტემების აგება, ქსელური აპარატურის მიწოდება, მონტაჯი და კონფიგურირება. ამასთანავე დაინერგა თანამედროვე სატელეფონო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სამსახურის თანამშრომლების ურთიერთკავშირს და აღჭურვილია მრავალი ფუნქციონალური შესაძლებლობით. პროექტში გამოყენებულია შემდეგი ვენდორების პროდუქტები:  Avaya, Cisco Systems, Efapel, Panduit, Inform.

2008 წელი. ფინანსთა სამინისტრო - სასერვერო ოთახის საინჟინრო ინფრასტრუქტურის მოწყობა.
პროექტი გულისხმობდა ფინანსთა სამინისტროში არსებული სერვერების ოთახის საინჟინრო ინფრასტრუქტურით მოწყობას. ჩატარდა როგორც სამშენებლო სამუშაოები, (აწეული იატაკის და შეკიდული ჭერის მონტაჟი) ისე სპეციალური საკაბელო არხების მონტაჟი. სერვერების ოთახი აღიჭურვა სპეციალური პრეციზიული ტიპის გაგრილებისა და ვენტილაციის სისტემით, ხანძრის აღმოჩენისა და ქრობის სისტემით, ვიდეოთვალთვალისა და მონიტორინგის ერთიანი სისტემით და დაშვების კონტროლით. ყოველივე ამასთან ერთად მოეწყო სერვერების ოთახის მონიტორინგის პულტი, რისი საშუალებითაც შესაძლებელია ყველა ცალკეული სისტემის მართვა და მონიტორინგი. პროექტში გამოყენებულია შემდეგი ვენდორების პროდუქტები: Inform. ადგილობრივი ქვეკონტრაქტორები.

2008 წელი. ფინანსთა სამინისტრო - სერვერების მიგრაციის პროექტი.
აღნიშნული პროექტი გულისხმობდა ფინანსთა სამინისტროს ოთხი უწყებიდან სერვერების მიგრაციას სამინისტროს ახალ შენობაში. მოხდა ოთხივე უწყების (ცენტრალური აპარატი, საგადასახადო დეპარტამენტი, საბაჟო დეპარტამენტი, სახელმწიფო ხაზინა.) სერვერების, მათი სტრუქტურისა და ურთიერთკავშირის დეტალური შესწავლა, შედგა მიგრაციის გეგმა და მოხდა სერვერების ეტაპობრივი მიგრაცია, ფინანსთა სამინისტროს მუშა პროცესის გათვალისწინებით. რაც გულისხმობს იმას რომ, მაქსიმალურად მცირე დროით იყო შეჩერებული ცალკეული სტრუქტურების მუშაობა.

2008 წელი. ტაო ბანკში ერთიანი სატელეფონო ქსელის ინფრასტრუქტურის აგების პროექტი
პროექტის ფარგლებში  შეიქმნა ერთიანი სატელეფონო ქსელის სისტემა, რაც ტაო ბანკის სათაო ოფისისა და  17 ფილიალის ერთ მთლიან ქსელში ჩართვას გულისხმობს. პროექტის შედეგად  ტაო ბანკის თანამშრომლებს შორის მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა კომუნიკაცია.   გამარტივებულია ერთიანი სისტემის მენეჯმენტი, რადგან დანერგილ სისტემას გააჩნია  ცენტრალიზებული მართვის საშუალებები.   სისტემის მეშვეობით  ტაო ბანკი  განთავისუფლებულია სატარიფო გადასახადისგან ფილიალებთან სატელეფონო კავშირის დროს.   სისტემა დაკავშირებულია მონაცემთა ბაზასთან, რაც  თავის მხრივ საშუალებას  აძლევს  მომხმარებელს  ეკრანზე გამოიტანოს მისთვის სასურველი ინფორმაცია  IP  ტელეფონის მფლობელის  შესახებ.  გარდა ამისა დაერგილ სისტემას გააჩნია  საკონფერენციო ზარების განხორციელების ფუნქცია. პროექტში გამოყენებულია შემდეგი ვენდორების პროდუქტები: Cisco Systems, HP , 3Com.

2008 წელი. მონაცემთა შენახვის ცენტრალიზებული ინფრასტრუქტურის აგების პროექტი ბანკ „რესპუბლიკაში“
პროექტის ფარგლებში  შეიქმნა მონაცემთა შენახვის ერთიანი სისტემა, რაც მაღალწარმადი მონაცემთა შენახვის სისტემების დანერგვასა და კრიტიკული გამოთვლითი პლატფორმების ერთ მთლიან მონაცემთა შენახვის ქსელში ჩართვას გულისხმობს.   პროექტში გამოყენებულია შემდეგი ვენდორების პროდუქტები: EMC.

2008 წელი. "ჯორჯიან ქარდში" გამოთვლითი ცენტრის მოდერნიზაციის პროექტი .
გამოთვლითი ცენტრის მოდერნიზაციის პროექტი „ჯორჯიან კარდის“ გამოთვლით ცენტრში  არსებული აპარატულ–პროგრამული პროდუქტების ახლით ჩანაცვლებას გულისხმობს. პროექტის ფარგლებში განახორციელდა სერვერებისა  და ოპერაციული სისტემების ინსტალაცია; მონაცემთა შენახვის სისტემების კონფიგურირება; Veritas-ის სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია; Oracle-ს მონაცემთა ბაზის ინსტალაცია; ე.წ. Back-ის მონაცემთა ბაზის ძველიდან ახალ სისტემაზე მიგრაცია და სერვისების კლასტერიზაცია. პროექტში გამოყენებულია შემდეგი ვენდორების პროდუქტები: HP, EMC, Veritas.

2007 წელი. მაღალმდგრადი, კონსოლიდირებული გამოთვლითი ინფრასტრუქტურის დანერგვის პროექტი ბანკ ქართუში.
აიგო მაღალმდგრადი, კონსოლიდირებული  გამოთვლითი ინფრასტრუქტურა, რომელიც  მონაცემთა შენახვის სისტემაში არსებული ყველა  კომპონენტის  მუშაობისა  და ურთიერთქმედების მაღალ სიჩქარეს უზრუნველყოფს. დანერგილი სამუშაოების შედეგად, მოხდა  მაღალწარმადი ოპტიკურ-ბოჭკოვანი მონაცემთა შენახვის სისტემის აგება. სისტემა აღიჭურვა სპეციალური დაცვითი ტექნოლოგიებით,  რაც რომელიმე კომპონენტის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევის დროსაც კი, სისტემის უწყვეტობას უზრუნველყოფს.  პროექტში გამოყენებულია შემდეგი ვენდორების პროდუქტები: HP.

2007 წელი. ფარმაცევტული კომპანია „ჯი-პი-სი“ფინანსური მართვის, კლიენტებთან და მომწოდებლებთან ურთიერთობის მართვის, გაყიდვებისა და ანალიტიკის პროცესების ავტომატიზაციის თანამედროვე სისტემის დანერგვა.
დანერგილი  სისტემა კომპანიას საშუალებას აძლევს  მიიღოს ახალი კონკურენტული უპირატესობები და მოახდინოს უმნიშვნელოვანესი ბიზნეს-პროცესების ოპტიმიზაცია და  გაზარდოს თავისი კლიენტების მომსახურების ხარისხი. პროექტში გამოყენებულია შემდეგი ვენდორების პროდუქტები: Microsoft

2007 წელი. სს „იბერია უძრავი ქონება“  –ERP სისტემის შერჩევის მიზნით, ბიზნეს პროცესების შესწავლა. 
კვლევის პროცესში ზუსტად შეირჩა ის ბიზნეს–პროცესები, რომლებიც საჭიროებენ ავტომატიზაციას და მათი შესაბამისი ERP სისტემა, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება კომპანიის ყველა მიმართულების ერთიან კომპიუტერულ სისტემაში ინტეგრაცია. ამ სისტემაში მოხდება თითოეული სტრუქტურული ერთეულის (ფინანსები, ლოგისტიკა, დისტრიბუცია, სასაწყობო მეურნეობის მართვა, მარკეტინგი და გაყიდვები, წარმოება, სერვისები და მომსახურება, ადამიანური რესურსების მართვა და სხვა) სპეციფიკური მოთხოვნების გათვალისწინება.

2007 წელი. შპს. „იუ-ჯი-თი“ – ფინანსური მართვის ინფორმაციული სისტემის Exact Globe-ის შეცვლა უფრო დახვეწილი და მძლავრი ERP სისტემით Microsoft Dynamics Nav-ით.
ახალმა სისტემამ საშუალება მისცა კომპანიას გაეზარდა ფინანსური მართვის ეფექტურობა. კერძოდ  დაეწყო ახალი, პროექტებზე ორიენტირებული მენეჯერული აღრიცხვის სისტემის ჩამოყალიბება და განხორციელება. აღნიშნული სისტემა საშუალებას აძლევს კომპანიას უკეთ აკონტროლოს საკუთარი ფინანსური, შრომითი და მატერიალური  რესურსები და გაზარდოს მათი გამოყენების ეფექტურობა. 2005 წლიდან კომპანია აქტიურად იყენებს აგრეთვე Microsoft CRM-ს გაყიდვების პროცესის ავტომატიზაციისათვის. პროექტში გამოყენებულია შემდეგი ვენდორების პროდუქტები:  Microsoft

2007 წელი. თავდაცვის სამინისტროს მართვის საინფორმაციო სისტემების შემუშავების პროექტი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში  2006 წლიდან წარმატებით მიმდინარეობს თავდაცვის სამინისტროს მართვის საინფორმაციო სისტემების დანერგვის კომპლექსური, მრავალ კომპონენტიანი და მრავალეტაპიანი პროექტი.  ამ ეტაპზე დასრულებულია პირველი ორი ეტაპის სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა ლოგისტიკური პროცესების ავტომატიზაცია MySAP ERP–ის სისტემურ პლატფორმაზე და თანამედროვე, NATO-ს სტანდარტების შესაბამისობაში მოყვანა. პროექტის ფარგლებში განხორციელდა სამინისტროს საკომუნიკაციო და გამოთვლითი ინფრასტრუქტურის მშენებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით. მომავალში აღნიშნული პროექტი ითვალისწინებას ფინანსების, კადრებისა და დოკუმენტბრუნვის სამეურნეო და მართვის პროცესების ავტომატიზაციასაც.პროექტში გამოყენებულია შემდეგი ვენდორების პროდუქტები: SAP, Symantec, Oracle, EMC, Documentum.

2007 წელი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინტეგრირებული ბაზისა და კორპორაციული ვებ პორტალის შექმნის პროექტი
ფინანსთა სამინისტროში შეიქმნა მონაცემთა ცენტრალური სანახი და შემუშავდა მონაცემთა შენახვის უნიკალური სტრუქტურა, რამაც სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ერთიან საინფორმაციო სივრცეში მოაქცია ელექტრონული რესურსები. კორპორაციული ვებ-პორტალის შექმნის შედეგად, მოხდა საგადასახო, საბაჟო და სახაზინო დეპარტამენტების საინფორმაციო მონაცმების ინტეგრაცია, გამარტივდა ნორმატიული, საკანონმდებლო და სხვა სახის დოკუმენტაციის მოძიების პროცესი.

ფინანსთა სამინისტროს პროექტის საპრეზენტაციო ფილმი


2007 წელი. მაღალმდგრადი გამოთვლითი სისტემის დანერგვა გაერთიანებულ საფინანსო კორპორაციაში (UFC)
საპროცესინგო ცენტრში, იუ-ჯითის ექსპერტებმა ააგეს მაღალმდგრადი გამოთვლითი სისტემა და განახორციელეს მისი დუბლირება. „გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია” აღიჭურვა გამოთვლითი ცენტრით, რომელიც სისტემაში არსებული ყველა კომპონენტის მუშაობისა და ურთიერთქმედების მაღალ სიჩქარეს უზრუნველყოფს. სისტემის დუბლირებამ კი, კიდევ უფრო გაზარდა მისი საიმედობა.

2006 წელი. საპატრულო პოლიციის მობილური ჯგუფების საინფორმაციო სისტემის ავტომატიზაციის საპილოტო პროექტი
საპატრულო პოლიციის სამსახური საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემებით და გამოთვლითი ცენტრით აღიჭურვა. საპატრულო პოლიციის მობილური ჯგუფებისათვის უკვე ხელმისაწვდომია კომპლექსური საინფორმაციო-საძიებო სისტემა. საპატრულო პოლიციის მოძრავ ეკიპაჟს შესაძლებლობა აქვს მანქანაში დამონტაჟებული სპეციალური საბორტე კომპიუტერისა და პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით, შეუფერხებლად განახორციელოს ძიება მონაცემთა ბაზაში, საიდანაც შეუძლია მიიღოს დეტალური ინფორმაცია ნებისმიერი ავტომანქანის სარეგისტრაციო მონაცემების შესახებ. სისტემის მეშვეობით შესაძლებელია გატაცებული მანქანების უფრო სწრაფი გამოვლენა და მეპატრონის დადგენა, საეჭვო ავტომანქანის შესახებ ინფორმაციის მიღება მონაცემთა ბაზიდან დროის რეალურ რეჟიმში მანქანის გაჩერების გარეშე.

2006 წელი. Microsoft Windows XP-ის ლოკალიზაციის პროექტი
Microsoft Windows XP-ის ლოკალიზაციის პროექტის ფარგლებში გადაითარგმნა 2220 სიტყვა და 355 ათასი სიტყვისაგან შემდგარი, 80 ათასი ფრაზა. Microsoft Windows XP-ის ლოკალიზაციის პროექტის ფარგლებში შეიქმნა საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდა ტექნიკური სპეციალისტებით, ფილოლოგებით, ქართული და ინგლისური ენის სპეციალისტებით. სპეციალურად, Windows-ის გაქართულებისათვის შექმნილი საიტის მეშვეობით, პროექტში ჩართული იყო  ყველა მსურველი.

2006 წელი. იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების სტრატეგიის შეფასება და რეკომენდაციების გაწევა
იუ-ჯი-თის ექსპერტების მიერ, სამინისტროს წარედგინა დეტალური ალტერნატივები და დასაბუთებული არგუმეტები გაწეულ რეკომენდაციებზე. პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა: სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიური სტრატეგიის კონცეფცია; საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სტრატეგიის დანერგვის პროექტის კომპონენტები; სისტემის ზოგადი არქიტექტურა და სხვა.

2006 წელი. ბანკი „რესპუბლიკა“-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების არსებული მდგომარეობის კვლევა და საჭიროებების ანალიზი
ბანკ  რესპუბლიკაში საინფორმაციო ტექნოლოგიების არსებული მდგომარეობის კვლევასა და საჭიროებების ანალიზთან ერთად დაისახა საინფორმაციო ტექნოლოგიებს განვითარების სტრატეგია და მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა.

2006 წელი. კომპანია "არსი"-ს ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციის საჭიროებების კვლევა
არქიტექტურისა და სამშენებლო  მენეჯმენტის კომპანია არსში იუ-ჯი-თის ექსპერტებმა განახორციელეს არსებული ბიზნეს პროცესებისა და მათი ავტომატიზაციის საჭიროების კომპლექსური კვლევა. შესაბამისი დასკვა წარედგინა არსის მენეჯმენტს.

2006 წელი. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისთვის საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში სტრატეგიის ჩამოყალიბება
იუ-ჯი-თიმ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისთვის შეიმუშავა ადმინისტრაციის საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების 4 წლიანი სტრატეგია.

2006 წელი. მაღალმდგრადი Server Based Computing სისტემის დანერგვა თიბისი ბანკში
იუ-ჯი-თიმ  თიბისი ბანკში  მაღალმდგრადი Server Based Computing სისტემა დანერგა. აღნიშნული სისტემა წარმოადგენს აპარატურულ/პროგრამულ კომპლექსს და გულისხმობს ორგანიზაციაში გამოთვლითი რესურსების მთლიანად სერვერების მხარეს გადატანას. დღეისათვის თიბისი ბანკში ტერმინალები დაცულია ვირუსების შემოტევისაგან; მონაცემთა ცენტრალიზების შედეგად, შემცირებულია ინფორმაციის გაჟონვის ალბათობა; ორგანიზაციის გამოთვლითი რესურსების ცენტრალიზების შედეგად, გამარტივებულია მართვის მექანიზმები; IT ადმინისტრატორი, ასობით კომპიუტერის ნაცვლად მართავს რამდენიმე სერვერს.

2006 წელი. მონაცემთა დამუშავების და შენახვის ქსელზე (SAN - Storage Area Network), დაფუძნებული  დუბლირების სისტემა  SAN Array Miroring-ის აგება ჯორჯიან ქარდში
ჯორჯიან ქარდში  იუ-ჯი-თის IT ექსპერტებმა ააგეს მონაცემთა დამუშავების და შენახვის ქსელზე (SAN - Storage Area Network) დაფუძნებული  დუბლირების სისტემა  SAN Array Miroring. დუბლირებული სისტემა უზრუნველყოფილია სპეციალური დაცვითი ტექნოლოგიებით, რაც უბედური შემთხვევების დროსაც კი სისტემის უწყვეტობას უზრუნველყოფს. აღნიშნული სისტემის გაშვებით, მომხმარებლებს საშუალება აქვთ შეუფერხებლად ისარგებლონ ჯორჯიან ქარდის სისტემაში ჩართული ბანკომატების ქსელით.

2006 წელი. შენახვისა და რეზერვირების ახალი სისტემა  EVA 4000-ის დანერგვა საქართველოს ბანკში
შენახვისა და რეზერვირების ახალი სისტემა EVA 4000 საქართველოს ბანკში მონაცემთა მუდმივი მზადყოფნის გარანტიას უზრუნველყოფს. სისტემის დანერგვის შედეგად, ბანკში გაიზარდა რეზერვირებისა და არქივაციის წარმადობა, სრულად ავტომატიზირებულია საინფორმაციო პროცესები და უზრუნველყოფილია მონაცემთა შენახვის საიმედობა. დღეისათვის, საქართველოს ბანკში საიმედო მონაცემთა სისტემის დანერგის ხარჯზე, შემცირებულია რეზერვირებისა და არქივირებისათვის საჭირო დრო. ასევე, შემცირებულია დატვირთვა ლოკალურ ქსელსა და სერვერებზე. ამასთან სისტემის მეშვეობით გაზრდილია მონაცემთა წვდომის სიჩქარე.

2006 წელი. საქართველოს სკოლების კომპიუტერიზაცია
საქართველოს სკოლებში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის პროგრამის "ირმის ნახტომის" ფარგლებში, იუ-ჯი-თიმ კომპიუტერული ტექნიკით უზრუნველყო 100-ზე მეტი სკოლა საქართველოს მასშტაბით. კომპიუტერული ტექნიკით აღიჭურვა ქუთაისის, თელავის, გორის, ზუგდიდის, ბათუმის, ახალქალაქის, კოდორის ხეობის და საგარეჯოს სკოლები. პროექტი, ტექნიკის მიწოდებისა და კომუნიკაციების ინსტალაციის გარდა, 2006 წლის ბოლომდე ტექნიკურ მომსახურებასაც ითვალისწინებდა.

2005 წელი. Microsoft Business Solutions Navision-ის ფინანსების მართვის მოდულის დანერგვა ფარმაცევტულ კომპანია GPC-ში
ფარმაცევტულ კომპანია GPC-ს ესაჭიროებოდა ისეთი ბიზნეს გადაწყვეტილება, რომლის საშუალებითაც ის შეძლებდა სადისტრიბუციო და ფინანსური პროცესების ავტომატიზაციას და ეფექტიანობის გაუმჯობესებას. შესაბამისი ბიზნეს-გადაწყვეტილება აგებულ იქნა Microsoft Business Solutions Navision-ზე.

2005 წელი. Microsoft CRM-ის და Avaya-ს ინტეგრირებული ბიზნეს გადაწყვეტილების დანერგვა კომპანია „Call Center Georgia”-ში
პროექტი განხორციელდა კომპანია იუ-ჯი-თის ორი ქვედანაყოფის - ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებების და კორპორაციული გადაწყვეტილებების დეპარტამენტების ერთობლივი ძალისხმევით. მოხდა კლიენტებთან ურთიერთობის მართვის სისტემის (Microsoft Business Solutions CRM) Avaya-ს სატელეფონო სადგურთან ინტეგრაცია.

2005 წელი. აღრიცხვისა და ანგარიშსწორების მხარდამჭერი სისტემის დანერგვა თბილგაზში
თბილგაზში დაინერგა აღრიცხვა-ანგარიშსწორების მხარდამჭერი საიმედო სისტემა, რომლის მუშაობაც მაქსიმალურად ავტომატიზირებული და კოორდინირებულია. სისტემა უზრუნველყოფს თბილისის მოსახლეობის დაახლოებით 50%-ის მონაცემთა გადამუშავებას. რეგულარული მონიტორინგი, უსაფრთხოების სისტემის მოქნილი პოლიტიკა, საიმედო ინფრასტრუქტურა და მსოფლიო გამოცდილება საშუალებას იძლევა თბილგაზის სისტემა ყოველგვარი შეფერხებების გარეშე მუშაობდეს.

2005 წელი. მონაცემთა დამუშავების სისტემის დანერგვა "ჯორჯიან ქარდში"
ჯორჯიან ქარდში დაინერგა N+1 კლასტერული სისტემა HP-ის, RedHat Linux-ის, Oracle-ისა და Veritas-ის პროდუქტების ბაზაზე. მოხდა მონაცემთა დამუშავების და შენახვის ქსელის აგება (SAN - Storage Area Network), რომელშიც გაერთიანდა სერვერები და დისკური შენახვის მოწყობილობები. თითოეული კომპონენტი სისტემაში უზრუნველყოფილია სპეციალური დაცვითი ტექნოლოგიებით, ხოლო Veritas Cluster Server რომელიმე კვანძის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, განაპირობებს სისტემის მუშაობის გაგრძელებას შეყოვნების გარეშე, რაც გარკვეულწილად უბედური შემთხვევების დროსაც კი, სისტემის უწყვეტობას უზრუნველყოფს.

2005 წელი. SAN-ის ( Strage Area Network) დანერგვა საქართველოს ეროვნულ ბანკში
განხორციელდა სერვერული სისტემებისა და მონაცემთა შენახვის სისტემების მიწოდება და მონტაჟი. დაინერგა ახალი ტექნოლოგია-SAN, (Storage Area Network), რომელიც უზრუნველყოფს ცენტრალიზებული მონაცემთა საცავის - დისკური მასივების მაღალ წარმადობას. დაარქივებისა და რეზერვირების აღნიშნული ტექნოლოგია ითვალისწინებს ინფორმაციის ერთიან კონსოლიდირებულ, დუბლირებულ სისტემას, რომელიც აადვილებს ეროვნული ბანკის შიდა ინფორმაციის მართვის უსაფრთხოებას და სისტემის დაზიანებისას, უმოკლეს დროში უზრუნველყოფს მისი სამუშაო რეჟიმის აღდგენას.

2005 წელი. განათლების სამინისტროს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის კომპიუტერიზაცია
განხორციელდა სერვერების, სამუშაო სადგურების, კომპიუტერებისა და პერიფერიული მოწყობილობების მიწოდება, ასევე საოფისე და სატელეკომუნიკაციო აპარატურის მიწოდება. იუ-ჯი-თის სერვის ცენტრის მეშვეობით ხორციელდება შესაბამისი საგარანტიო მომსახურება.

2005 წელი. პენიტენციალური სისტემის რეფორმის ფარგლებში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კომპიუტერიზაცია
განხორციელდა სერვერების, სამუშაო სადგურების, კომპიუტერებისა და პერიფერიული მოწყობილობების მიწოდება. სპეციალური მოთხოვნების საფუძველზე შემუშავდა პატიმართა რეესტრის, დოკუმენტბრუნვისა და ფინანსური მართვის ავტომატიზაციის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემის ორგანიზაციებში ინერგება. იუ-ჯი-თის სერვის ცენტრის მეშვეობით ხორციელდება შესაბამისი საგარანტიო მომსახურება.

2005 წელი. DAI - საქართველოს  მთავრობის ხელშეწყობის პროექტი
იუ-ჯი-თიმ უზრუნველყო სერვერული ტექნიკის, სამუშაო სადგურებისა და პერიფერიული მოწყობილობების მიწოდება სახელმწიფო კანცელარიაში. იუ-ჯი-თის სერვის ცენტრის მეშვეობით ხორციელდება შესაბამისი საგარანტიო მომსახურება.

2005 წელი. ESBI საქართველო
განხორციელდა HP-ს კომპიუტერული ტექნიკის მიწოდება, მონტაჟი და მომსახურება.

2005 წელი. PA Consulting - UDC - გაერთიანებული სადისტრიბუციო კომპანია
იუ-ჯი-თის მიერ განხორციელდა HP-ს კომპიუტერული ტექნიკის მიწოდება და მომსახურება.

2005 წელი. გენერალური პროკურატურის სათაო ოფისის კომპიუტერიზაცია 
მოხდა გენერალური პროკურატურის სათაო ოფისის კომპიუტერული აღჭურვილობით, სამუშაო სადგურებით, პერიფერული დანადგარებით და სერვერული მოწყობილობებით უზრუნველყოფა.

2004 წელი. Microsoft Business Solutions CRM-ის დანერგვა თი-ბი-სი ბანკში
იუ-ჯი-თიმ თი-ბი-სი ბანკში დანერგა CRM-ის გაყიდვების მოდული. ასევე განავითარა დამატებითი ფუნქციები ბანკის მოთხოვნების შესაბამისად. შედეგად, ბანკის თანამშრომლებს მიეცათ გაყიდვების პროცესის ეფექტიანად მართვის შესაძლებლობა. უფრო  კონკრეტულად:

  • კლიენტების პოტენციური ჯგუფების სეგმენტაცია და დამიზნება სპეციფიკური პროდუქტებისა და მომსახურებების მიხედვით;
  • მომსახურებასთან დაკავშირებული პრობლემების დროულად გამოვლენა-რეაგირება;
  • ბანკის გაყიდვებისა და კლიენტების მომსახურების დონის შეფასება.

2004 წელი. პირველად დილერთა ასოციაციის ინტერნეტ პორტალის შექმნა
კორპორაციული გადაწყვეტილებების დეპარტამენტის მიერ გაშვებული ინტერნეტ-პორტალის მეშვეობით პირველად დილერთა ასოციაციის წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ მოეხდინათ ორგანიზაციის მნიშვნელოვანი ინფორმაციის კონსოლიდაცია და მარტივად მიეწოდებინათ ინფორმაცია თანამშრომლებისთვის, კლიენტებისა და პარტნიორებისთვის.

2004 წელი. სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტი
განხორციელდა სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აგრარული ინსტიტუტის მომარაგება კომპიუტერული აღჭურვილობით, სამუშაო სადგურებით, სერვერებითა და პერიფერული მოწყობილობებით.

2003 წელი. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტი
კომპიუტერული, სერვერული და სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების მიწოდება, მონტაჟი-ინსტალაცია და საგარანტიო მომსახურება.

2003 წელი. სასომხეთის უნივერსიტეტების კომპიუტერიზაცია
სასომხეთის სამ უნივერსიტეტში განხორციელდა კომპიუტერული, სერვერული და სატელეკომუნიკაციო პროდუქციის მიწოდება – SEUA, YSU, YSIE. მიწოდებული აღჭურვილობის ინსტალაცია და მომსახურება.

2003 წელი. საირიგაციო და საკანალიზაციო სისტემის განვითარების პროექტი
სოფლის მეურნეობის სამინისტრო მომარაგდა კომპიუტერული აღჭურვილობით, სამუშაო სადგურებით, სერვერებითა და პერიფერული მოწყობილობებით.

2002 წელი. გაერთიანებული ელექტრო-სადისტრიბუციო კომპანია
განხორციელდა კომპიუტერული აღჭურვილობის, სამუშაო სადგურების, პერიფერული დანადგარების და სერვერული მოწყობილობების მიწოდება.