დღეისათვის, სტაბილურ, საიმედო, სწრაფად განვითარებად სამსახურში მოწყობა, სადაც არის საშუალება გაიკეთო კარიერა, აიმაღლო პროფესიული დონე და უზრუნველყო მატერიალური მდგომარეობა, ნებისმიერი ადამიანისათვის დიდ წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს. თუ შეგიძლიათ და გსურთ მუშაობა, ხართ აქტიური, ენერგიული და გსურთ განვითარება – თქვენ გაქვთ ასეთი შანსი. იუ-ჯი-თის მიერ განხორციელებული და მიმდინარე მსხვილი კომპლექსური პროექტების რაოდენობის მკვეთრმა ზრდამ, განაპირობა მოთხოვნა სხვადასხვა დონის ხელმძღვანელებზე, ექსპერტებზე, სპეციალისტებზე, ინჟინრებზე, ანუ ადამინებზე, რომელთაც გააჩნიათ ფუნდამენტური ცოდნა და შესაბამისი გამოცდილება საინფორმაციო ტექნოლოგიების სხვადასხვა სფეროში.