საქმიანობა

კომპანია იუ-ჯი-თი დაარსდა 1997 წელს. დღეისათვის იგი წარმოადგენს რეგიონის ერთ-ერთ ლიდერ სისტემურ ინტეგრატორს და გადაწყვეტილებების მომწოდებელს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დარგში. იუ-ჯი-თი ძირითადად კონცენტრირებულია კორპორაციულ კლიენტებსა და სახელმწიფო სექტორის მომსახურებაზე.

კომპანიის ძირითადი საქმიანობაა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიურ პროდუქტებზე, სერვისებსა და კონსალტინგზე დამყარებული გადაწყვეტილებების შემუშავება, დანერგვა და ფუნქციონირების მხარდაჭერა. კომპანია ასევე ცნობილია უმაღლესი ხარისხის კომპიუტერული ტექნიკისა და მაღალი დონის აპარატურის მიწოდებით.

იუ-ჯი-თის მთავარი მახასიათებლებია: პროფესიონალიზმი, კლიენტებზე ზრუნვა, დამკვეთისათვის მაღალი ხარისხის პროდუქტებისა და მომსახურების მიწოდება.

კომპანიის წარმატებას ძირითადად განსაზღვრავს პროფესიონალი მენეჯერებისა და ტექნიკური პერსონალის ცოდნა-გამოცდილება. მათი უმრავლესობა კვალიფიკაციას იმაღლებს იუ-ჯი-თის პარტნიორ კომპანიებში, რომლებიც მსოფლიო ლიდერებს წარმოადგენენ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში.

იუ-ჯი-თის მისიაა დაეხმაროს კლიენტებს დასახული მიზნების მიღწევაში, თანამედროვე ტექნოლოგიებზე, პროდუქტებზე და სერვისებზე აგებული საინფორმაციო და საკომუნიკაციო გადაწყვეტილებების მიწოდების გზით. კომპანია მუდმივად ითვისებს უახლეს ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს და კლიენტებს სთავაზობს ყველაზე თანამედროვე მიღწევებზე დამყარებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მათ ეფექტიანად ეხმარება ბიზნეს-მიზნების მიღწევაში.