ენერგეტიკის სექტორი

ენერგო სისტემაში, მსოფლიოს მაშტაბით, წარმატებით ინერგება და მუშაობს ინფორმაციული ტექნოლოგიები. ამ მიმართულებით, კომპანია იუ-ჯი-თის გადაწყვეტილებები, პირველ რიგში, ორიენტირებულია აღრიცხვიანობის, კონტროლის და მართვის პროცესების ეფექტიანობის გაზრდაზე, რის შედეგადაც ხდება ენერგოკომპანიის დანახარჯების შემცირება, გამჭვირვალობის ზრდა და საერთო ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესება.

ენერგეტიკის სექტორში მომუშავე კომპანიებს იუ-ჯი-თი სთავაზობს შემდეგი სახის გადაწყვეტილებებს:

  • კონსალტინგი საინფორმაციო სისტემების შერჩევაში.
  • ფინანსური და სხვა სახის მონაცემთა აღრიცხვის სისტემების სრულყოფა.
  • სასაწყობო მარაგების აღრიცხვისა და ლოგისტიკის მართვის გაუმჯობესება.
  • კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესება.
  • „ქოლ-ცენტრების“ და „კონტაქტ-ცენტრების“ აგება.
  • კლიენტებთან ურთიერთობის მართვის სისტემების დანერგვა.
  • ანალიტიკისა და რეპორტინგის სისტემების დანერგვა.
  • მულტისერვისული საკომუნიკაციო ქსელების აგება.
  • მონაცემთა შენახვისა და არქივაციის სისტემების აგება.
  • დიდი მოცულობის მონაცემთა ცენტრალიზაცია და მართვის გაადვილება.

კომპანია იუ-ჯი-თის გადაწყვეტილებები დამკვეთს საშუალებას აძლევს მაქსიმალურად დაიცვას ინვესტიციები, შეამციროს დანახარჯები და მიიღოს მომავალში მოდერნიზაციისთვის მზადმყოფი სისტემა, რაც შესაძლებლობას იძლევა საინფორმაციო ინფრასტრუქტურა გაფართოვდეს და განახლდეს ზედმეტი დანახარჯების და ინფრასტრუქტურის ძირეული ცვლილების გარეშე.

ენერგო კომპანიებს შეუძლიათ ისარგებლონ იუ-ჯი-თის, როგორც ტექნიკური, ასევე პროფესიული  მაღალკვალიფიციური მომსახურებით. ესენია: