IT ინფრასტრუქტურის მართვის სისტემები

საინფორმაციო და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ზრდასთან ერთად, დგება მისი ეფექტიანი მართვის, რესურსების განაწილებისა და მაღალი საიმედოობის საკითხი. ასეთ შემთხვევაში, საჭირო ხდება შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა, რომელიც გაამარტივებს სისტემების და მთლიანი ინფრასტრუქტურის მართვას, ეფექტიანად გადაანაწილებს IT რესურსებს და გაზრდის პროცესების საიმედოობას. ამ სახის პროდუქტები შედარებით ახალია საქართველოში, თუმცა ბოლო წლების მანძილზე, აღნიშნული მიმართულებით, იუ-ჯი-თის მიერ განხორციელდა რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი.

იუ-ჯი-თი Symantec-ისა და HP-ს ოფიციალური პარტნიორია. ეს კომპანიები წარმოადგენენ მსოფლიო ლიდერებს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მართვის პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით. ასეთ პროგრამულ უზრუნველყოფას მიეკუთვნება:

HP Openview:

  • Systems Insight Manager
  • Storage Mirroring
  • Storage Area Manager
  • Service Desk
  • Performance Management Pack
  • Storage Data Protector

Symantec:

  • Symantec Netbackup
  • Symantec Data Lifecycle Manager
  • Symantec Cluster Server
  • Symantec Storage Foundation
  • Symantec Storage Foundation HA

ზემოთ მოცემული პროგრამებით შესაძლებელია შემდეგი ამოცანების გადაჭრა: 

  • სერვერების, სერვისების და მონაცემების მართვის ავტომატიზაცია;
  • მონაცემთა შენახვის სისტემების, რეზერვირება/არქივირების დაგეგმვა და მენეჯმენტი;
  • მონაცემთა გადაცემის, დამუშავების, რეზერვირებისა და არქივაციის პროცესების მაღალი საიმედოობის უზრუნველყოფა;
  • მონაცემთა დაცვის უზრუნველყოფა;
  • აპარატურის და პროგრამული უზრუნველყოფის წარმადობის კონტროლი;
  • სამუშაო ადგილების კონტროლი;
  • კომუნიკაციების მართვა;
  • საინფორმაციო და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების კონტროლი და მართვა.

საინფორმაციო და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაში მომხდარი შეფერხებებით, ორგანიზაციამ შეიძლება ათეულ ათასობით ლარის ზარალი განიცადოს. ასეთი დანაკარგებისაგან თავის არიდების საუკეთესო საშუალება ინფრასტრუქტურის მართვის გადაწყვეტილებების დანერგვაა. მასში ჩადებული ინვესტიციები, არა მარტო აზღვევს ორგანიზაციას დანაკარგებისაგან, არამედ მნიშვნელოვანი დროის და თანხების დაზოგვის საშუალებას იძლევა. ეს შესაძლებელი ხდება საინფორმაციო ინფრასტრუქტურის მუშაობის და მართვის ეფექტიანობის ამაღლების გამო.