პროდუქტები

კომპანია იუ-ჯი-თი გთავაზობთ IT ინფრასტრუქტურის მრავალფეროვან პროდუქტებს. პროდუქტების არეალი მოიცავს როგორც აპარატურულ, ასევე პროგრამულ უზრუნველყოფას.

იუ-ჯი-თი გთავაზობთ შემდეგი ტიპის პროდუქციას:

  • სერვერები და კლასტერები;
  • დისკური და ლენტური შენახვის მოწყობილობები;
  • სისტემური პროგრამული უზრუნველყოფა;
  • მონაცემთა ბაზების პროგრამული უზრუნველყოფა;
  • რეზერვირების პროგრამული უზრუნველყოფა;
  • კომუტატორები და მარშრუტიზატორები;
  • უკაბელო კავშირის მოწყობილობები;
  • საინფორმაციო უსაფრთხოების პროდუქტები;
  • ხმოვანი და IP კომუნიკაციის აპარატურა. 

ჩამოთვლილი პროდუქტების მეშვეობით შეიძლება დამკვეთი ორგანიზაციისთვის ნებისმიერი სირთულის, მაგრამ მოქნილი IT ინფრასტრუქტურის აგება. იუ-ჯი-თის მიერ შემოთავაზებული აპარატურული და პროგრამული პროდუქტები წარმოებულია მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების მიერ, ესენია:

  • HP -  სერვერები, დისკური მასივები, ლენტური მოწყობილობები;
  • SUN Microsystems – RISC სერვერები, დისკური მასივები;
  • Microsoft - სერვერული პროგრამული უზრუნველყოფა;
  • Symantec - სერვერული და რეზერვირების პროგრამული უზრუნველყოფა;
  • Oracle - მონაცემთა ბაზების პროგრამული უზრუნველყოფა;
  • CheckPoint - საინფორმაციო უსაფრთხოების პროგრამული უზრუნველყოფა;
  • Cisco Systems - კომუტატორები, მარშრუტიზატორები, უკაბელო კავშირი;
  • AVAYA - ხმოვანი IP კომუნიკაციის სისტემები.

პროდუქტების სირთულის, ან სიმარტივის მიუხედავად, იუ-ჯი-თი  დამკვეთს უზრუნველყოფს პროდუქტის შერჩევაში კონსულტაციით, შესყიდვის მარტივი პროცედურით და დაკვეთილი პროდუქციის ადგილზე მიწოდებით. კომპანია ახორციელებს ყველა მიწოდებული პროდუქტის საგარანტიო და გარანტიის შემდგომ მომსახურებას.