ჩვენი უპირატესობები

იუ-ჯი-თი ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელსაც გააჩნია კონსალტინგის გამოცდილება ბიზნესისა და ტექნოლოგიების თანაკვეთის სფეროში. ამის საშუალება კომპანიას მისცა იმ უპირატესობებმა, რომლებიც წლების განმავლობაში დაგროვდა და რომლებიც აღიარებულია კომპანიის კლიენტების და პარტნიორების მიერ. ესენია:

  • კომპანიას ჰყავს მაღალი დონის პროფესიონალები, რომლებიც ღრმად ერკვევიან როგორც ბიზნესში, ასევე საინფორმაციო ტექნოლოგიებში;
  • იუ-ჯი-თის შესწევს ინტელექტუალური უნარი დაამუშაოს რთული და კომპლექსური პროექტები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
  • იუ-ჯი-თის გააჩნია რთული და კომპლექსური პროექტების მართვისა და განხორციელების პრაქტიკული და თეორიული ცოდნა. კომპანიას ჰყავს საქართველოში პირველი PMP (Project Management Professional) სერთიფიკატის მქონე სპეციალისტები.
  • კომპანიის სპეციალისტები ფლობენ სიღრმისეულ ცოდნას საინფორმაციო ტექნოლოგიების სხვადასხვა სფეროში, რაც საშუალებას იძლევა კომპლექსურად გააანალიზონ და შეაფასონ დამკვეთის IT ინფრასტრუქტურა, დასახონ სტრატეგია.
  • იუ-ჯი-თის გააჩნია მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების მხარდაჭერა, რომელიც გამოიხატება კვალიფიკაციის ზრდის ხელშეწყობაში და მაღალი დონის სპეციალისტებით დახმარებაში.