საინფორმაციო უსაფრთხოება

უსაფრთხოების სისტემების დანერგვა, ორგანიზაციას შესაძლებლობას აძლევს გადაწყვიტოს შემდეგი ამოცანები:

  • ობიექტურად შეაფასოს მიმდინარე ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემა;
  • აიცილოს კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟონვა;
  • უზრუნველყოს ინტერნეტში უსაფრთხო წვდომა, ამასთან, დაცული იყოს ვირუსული შეტევებისა და SPAM-ისგან;
  • დაიცვას ელექტრონული დოკუმენტების ბრუნვა;
  • უზრუნველყოფილ იქნას დაცული ურთიერთქმედება ტერიტორიულად დაშორებულ ოფისებსა და მობილურ მომხმარებლებთან;

ბიზნესის განვითარებისას, წინა პლანზე გამოდის არა ტექნოლოგიური, არამედ ინტეგრირებული უსაფრთხოების სისტემების ეკონომიკური კრიტერიუმები. პროექტების შესრულების დროს, იუ-ჯი-თის სპეციალისტები ითვალისწინებენ ისეთ ეკონომიკურ მოთხოვნებს, როგორიცაა: ინვესტიციების დაცვა, ოპერატიული დანერგვა, დანახარჯების შემცირება და მომავალში მოდერნიზაციისთვის მზადმყოფი სისტემის მიღება.

იუ-ჯი-თი არის ერთადერთი ორგანიზაცია საქართველოში, რომელსაც გააჩნია საინფორმაციო უსაფრთხოების სისტემების დანერგვის დიდი გამოცდილება, კომპანიის პარტნიორები არიან საინფორმაციო უსაფრთხოების დარგში მსოფლიოში წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები.

საინფორმაციო უსაფრთხოების სფეროში იუ-ჯი-თი გთავაზობთ შემდეგ გადაწყვეტილებებს და მომსახურებას:

გადაწყვეტილებები:

  • დახურული ავტომატიზირებული სისტემების პროექტირება;
  • დაცული სისტემების აგება Microsoft Windows-ის პალტფორმაზე;
  • დაცული ქსელების აგება Cisco Systems ტექნოლოგიის ბაზაზე;
  • ინფორმაციული უსაფრთხოებისა და მონიტორინგის გადაწყვეტილებების დანერგვა, მსხვილი და ჰეტეროგენული კომპანიისათვის;
  • აუტენტიფიკაციის სისტემების ინტეგრირება;
  • კორპორატიული ქსელის გარე პერიმეტრის დაცვის უზრუნველყოფა;
  • ანტივირუსული დაცვისა და SPAM-ის ფილტრაციის კომპლექსური სისტემების დანერგვა;
  • სერთიფიცირებული კრიპტოგრაფიული საშუალებების გამოყენება ინფორმაციის დასაცავად;
  • პროგრამულ-აპარატურული დაცვითი კომპლექსების გამოყენება  ინფორმაციასთან არასანქცირებული წვდომის აღმოსაფხვრელად.
  • არასანქცირებული შემოჭრის აღმოჩენისა და აღმოფხვრის სისტემები;
  • არასანქცირებული წვდომისგან დაცვის სისტემები;
  • ელექტრონული ფოსტის კონტროლის სისტემები;
  • ვირტუალური პირადული ქსელები (VPN);
  • ქსელური ეკრანები;
  • უსაფრთხოების მონიტორინგის სისტემები;
  • PKI - გადაწყვეტილებები;
  • ტექნიკური არხებით ინფორმაციის გაჟონვისგან დაცვა;
  • სატელეფონო სისტემების დაცვა;
  • ცენტრალიზებული დაცვის სისტემები ინფორმაციის დაცვის საშუალებებით.

სერვისები:

  • ორგანიზაციის საინფორმაციო უსაფრთხოების აუდიტი;
  • ინფორმაციული საფრთხის (რისკების) მართვა და ანალიზი;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის დოკუმენტაციის შემუშავება;
  • ინფორმაცული უსაფრთხოების მოთხოვნების მიხედვით ავტომატიზირებული სისტემების ტესტირება.