საქსელო გადაწყვეტილებები

თანამედროვე ქსელური გადაწყვეტილებები ის ურთიერთდაკავშირებული კომპონენტებია, რომელთა ერთობლიობაც კომპანიის საინფორმაციო ინფრასტრუქტურის საფუძველს წარმოადგენს.

ქსელის ეფექტიან და საიმედო ფუნქციონირებაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ბიზნეს ამოცანების შესრულება, რის გამოც ქსელური ინფრასტრუქტურის გამართულ მუშაობას  მუდმივი ყურადღება უნდა ეთმობოდეს.

ქსელური ტექნოლოგიების განვითარება და ამოცანათა წრის გაფართოება, რომელიც ქსელის მეშვეობით წყდება, საგრძნობლად ზრდის გაფართოების ღირებულებას და მწვავედ სვამს ინვესტირებული თანხების შენარჩუნების საკითხს. ქსელის ღირებულების ოპტიმალური შერჩევა შესაძლებელია მხოლოდ ქსელური ინფრასტრუქტურის დეტალური დაგეგმვით, პროექტირების ეტაპზე გარკვეული ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების გამოყენებითა და  მათი რეალიზაციით, ექსპულატაციის პირობების დაცვითა და ქსელური ინფრასტრუქტურის თანამედროვე მოდერნიზაციით.

კომპანია იუ-ჯი-თი გთავაზობთ ქსელური გადაწყვეტილებების ფართო სპექტრს, რომლებიც სასურველი ქსელური ინფრასტრუქტურის მიღების შესაძლებლობას იძლევა, ეს კი ქსელის მეშვეობით ბიზნეს ამოცანების ეფექტიან შესრულებას უზრუნველყოფს. კომპანიის მიზანია დამკვეთს მიაწოდოს ქსელის აგების, ამოქმედების და მუშაობის მხარდაჭერისათვის საჭირო მომსახურების მთელი ნაკრები:

                                                                                        

ამ მოდელის მიხედვით, იუ-ჯი-თი დამკვეთებს სთავაზობს შემდეგი სახის გადაწყვეტილებებს და მომსახურებას:

კონსალტინგის მიმართულებით:

  • ქსელის აუდიტი, რათა განისაზღვროს ქსელის მოდერნიზაციისათვის  საჭირო ამოცანები, ქსელის მუშაობის ოპტიმიზირება და მიმდინარე პრობლემების აღმოფხვრა.
  • საექპლუატაციო დოკუმენტაციის შედგენა და საექსპლუატაციო პროცედურების შემუშავება, რომელიც შეესაბამება ქსელის მიმდინარე მდგომარეობას.

ქსელის აგების მიმართულებით:

  • კორპორატიული ლოკალური ქსელების (LAN) და სტრუქტურირებული საკაბელო სისტემების შექმნა.
  • ლოკალური ქსელების (LAN) ურთიერთკავშირის უზრუნველყოფა ტერიტორიულად განცალკავებული ქსელებისა და მულტისერვერული ქსელების დანერგვით.
  • ტრადიციული ხმოვანი კომუნიკაციისა და IP კომუნიკაციის დანერგვა.

იუ-ჯი-თი ქსელების აგების საკითხს განიხილავს როგორც მომსახურების ერთიან კომპლექსს, რომელიც შედგება შემდეგი ეტაპებისაგან: პროექტირება,  გადაწყვეტილების რეალიზაცია, მათი  ექსპულატაცია და სამომავლო ტრანსფორმირება. ასეთი მომსახურება უზრუნველყოფს დამკვეთის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, იმის მიუხედავად, თუ განვითარების რა ეტაპზეა მისი ქსელური ინფრასტრუქტურა.