ხმოვანი და IP კომუნიკაცია

სატელეფონო და ვიდეო სისტემების პაკეტური გადაცემა IP ქსელების მეშვეობით თანამედროვე ტელეკომუნიკაციების ერთ-ერთი ყველაზე განვითარებადი მიმართულებაა. შედეგად, ქსელური ინფრასტრუქტურა ხდება უფრო მოქნილი და მომხმარებლების ცვალებად მოთხოვნებთან ადაპტირებადი.

დღეისათვის, ფართო გავრცელება ჰპოვა IP კომუნიკაციამ, როგორც ეკონომიკურად ეფექტიანმა საშუალებამ ხმოვანი მონაცემების გადაცემისას. სატელეფონო მომსახურების მიწოდება ხდება უკვე არსებული ქსელური ინფრასტრუქტურის გამოყენებით, ხოლო გადანაწილებადი არქიტექტურა უზრუნველყოფს სატელეფონო და სატელეკომუნიკაციო სისტემების მარტივ აგებას.

IP კომუნიკაციის დანერგვა არა მარტო ზრდის არსებული ქსელების გამოყენების ეფექტიანობას, არამედ, საშუალებას გვაძლევს უარი ვთქვათ სხვადასხვა ტრადიციული სატელეფონო ქსელების გამოყენებაზე. IP კომუნიკაცია სრულიად აკმაყოფილებს სატელეფონო საუბრებზე ორგანიზაციის მოთხოვნებს, ამცირებს კავშირგაბმულობის თვითღირებულებას, საგრძნობლად აიაფებს საქალაქთაშორისო და საერთაშორისო  სატელეფონო საუბრებს.

კავშირგაბმულობის აგება კორპორატიული IP კომუნიკაციის ბაზაზე, შესაძლებლობას იძლევა შეიქმნას ერთიანი სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა. შედეგად, სხვადასხვა ტიპის მონაცემთა გადაცემისას საჭირო აღარ არის განსხვავებული ქსელების გამოყენება. ხმოვანი მონაცემების, ვიდეო გამოსახულების და სხვა მონაცემების გადასაცემად, შესაძლებელი ხდება გამოყენებულ იქნას ერთიანი ქსელი, რის ხარჯზეც მცირდება არასაჭირო არხები და ხარჯები. ერთგვაროვანი ქსელის გამოყენებით მცირდება კორპორატიული საინფორმაციო ქსელის თვითღირებულება.

გარდა ზემოთ თქმულისა, ერთიანი სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი უდიდესი უპირატესობა არის ცენტრალიზებული და გამარტივებული ადმინისტრირება, მარტივი მომსახურება და კონფიგურირება. მეორეს მხრივ, ჩნდება შესაძლებლობა ერთდროულად გამოყენებულ იქნას თანამედროვე  პროგრამული უზრუნველყოფები, რომლებიც იყენებენ ხმოვანი შეტყობინებების უპირატესობებს. ეს ყველაფერი გამოიყენება ინფორმაციის ეფექტიანი და ოპერატიული დამუშავებისათვის. ღია პროტოკოლებისა და ინტერფეისების გამოყენება კი შესაძლებლობას იძლევა გადაწყვეტილებები ფართო სპექტრით იქნას ინტეგრირებული.

იუ-ჯი-თის მიერ შემოთავაზებული კორპორატიული IP კომუნიკაციის სისტემები

სატელეფონო კავშირის სისტემა, მიუხედავად  კომპანიის მოცულობისა და საქმიანობისა, წარმოადგენს ყველა ორგანიზაციის მთავარ შემადგენელ ნაწილს. იუ-ჯი-თის მიერ შემოთავაზებული Avaya-ს ("ავაია") სატელეფონო კავშირგაბმულობის კორპორატიული გადაწყვეტილებები მრავალი პრობლემის გადაწყვეტის საშუალებას იძლევა. სისტემა გამართლებულია როგორც მსხვილი, ასევე ტერიტორიულად დაშორებული კომპანიებისთვის.

კომპანია  Avaya-ს პროდუქტები ნებისმიერი მოცულობის ორგანიზაციისათვის საშუალებას იძლევა აგებულ იქნას ხმისა და ინფორმაციის გადაცემის ერთიანი ქსელი.

Avaya-ს სისტემების გამოყენების შესაძლებლობები და უპირეტესობები

  • მულტისერვისული არქიტექტურა, რომელიც საშუალებას იძლევა კავშირგაბმულობის სისტემა ინტეგრირებული იყოს საწარმოს ინფორმაციულ სისტემაში - კლიენტების მონაცემთა ბაზები, ელექტრონული და ხმოვანი ფოსტის ყუთები;
  • ხმოვანი შეტყობინებების გადაცემა АТМ და IP ქსელების საშუალებით, რაც შესაძლებლობას გვაძლევს  ტერიტორიულად დაშორებული სატელეფონო სისტემები გაერთიანებულ  იქნას ერთ საერთო ქსელში;
  • ქსელის განვითარებაზე მინიმალური დანახარჯები - სისტემას საჭიროების მიხედვით ემატება ახალი რგოლები და არ საჭიროებენ კარდინალურ და რთულ სტრუქტურულ ცვლილებებს;
  • სხვა მწარმოებლების აპარატურასთან ურთიერთქმედების მოქნილი შესაძლებლობები.

ტექნოლოგია და მოწყობილობა

Avaya-ს კავშირგაბმულობის მოწყობილობები იყენებენ TDM და IP ქსელებით  ხმის გადაცემის თანამედროვე  ტექნოლოგიებს, მხარს უჭერენ დღეისათვის არსებულ ყველა პროტოკოლს და კოდეკს, Qos ტრაფიკის პრიორიტეტულობას, ღია ქსელებით გადაცემული ინფორმაციის დაცვის ტექნოლოგიების გამოყენებას. სატელეფონო სერვერებისთვის ასევე გამოიყენება საწარმოო პლატფორმები, ოპერაციულ სისტემებად კი U კლასის სისტემები.