IT კონსალტინგი

დღევანდელ აჩქარებულ სამყაროში, სადაც ბიზნეს-გარემო ელვის სისწრაფით იცვლება და იხვეწება, სადაც გლობალიზაცია ახალ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს გვთავაზობს შეუძლებელია კონკურენტული უპირატესობის შენარჩუნება ტექნოლოგიური ადაპტაციის უნარის გარეშე. ეს კი, თავისთავად, დაკავშირებულია შესაბამისი კომპეტენციებისა და გამოცდილების გამოყენებასთან. იუ-ჯი-თი, როგორც ლიდერი ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში, გთავაზობთ ტექნოლოგიურ საკონსულტაციო მომსახურებას, რომელიც საშუალებას მოგცემთ სწორად წარმართოთ თქვენს ბიზნეს-მიზნებზე ორიენტირებული ტექნოლოგიური მართვის მთელი ციკლი, დაწყებული მოთხოვნებისა და საჭიროებების ჩამოყალიბებიდან, დამთავრებული კომპლექსური ტექნოლოგიური პროექტების დანერგვით. 

აი-თი კონსალტინგის სფეროში, იუ-ჯი-თის ძირითადი მიმართულებებია:

  • აი-თი  სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება
  • სატენდერო მოთხოვნებისა და წინადადების მომზადება
  • საინფორმაციო სერვისების აწყობა ITIL მეთოდოლოგიით
  • საინფორმაციო უსაფრთხოების სისტემის შექმნა