სისტემების შერჩევაში მხარდაჭერა

დღევანდელი საინფორმაციო სისტემები მრავალფეროვნებით და სტანდარტების სიმრავლით გამოირჩევა. ზრდის პროცესში მყოფი ორგანიზაციები აწყდებიან საკმაოდ რთულ პრობლემებს, როდესაც ცდილობენ შეარჩიონ და დანერგონ ის ტექნოლოგიები, რომლებიც სრულად უპასუხებენ მათ მიმდინარე და მომავალ ბიზნეს-მოთხოვნებს.

რა ამოცანების წინაშე დგას კომპანია საინფორმაციო სისტემების შერჩევის დროს?

  • შერჩეული სისტემა ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს კომპანიის მიმდინარე და მომავალ ბიზნეს-სტრატეგიას;
  • სისტემის შეძენისა და დანერგვის დანახარჯები არ უნდა გასცდეს დაგეგმილ დროით და ფინანსურ ზღვარს;
  • შერჩეული სისტემა თავსებადი უნდა იყოს კომპანიაში მოქმედ სხვა საინფორმაციო სისტემებთან;

არსებობს რიგი მიზეზებისა, რის გამოც აუცილებელია საინფორმაციო სისტემის შერჩევაში ჩართული იყოს კვალიფიცირებული და გამოცდილი კომპანია. ასეთ მიზეზებს შორისაა:

 

  • კომპანიები განიცდიან ცოდნის ნაკლებობას თანამედროვე სისტემების მრავალფეროვნებაში;
  • სისტემების შერჩევის დროს აუცილებელია სისტემების მომწოდებლებთან ურთიერთობის გამოცდილების ქონა;
  • კვალიფიცირებული სპეციალისტების ჩართვა ამცირებს დროით დანახარჯებს და არასწორი გადაწყვეტილების მიღების რისკს;
  • მომწოდებლებისაგან საუკეთესო პირობების მიღების მიზნით, საჭიროა წინადადებაზე მოთხოვნის დოკუმენტის (RFP) დეტალურ და მაღალპროფესიონალურ დონეზე მომზადება;
  • იუ-ჯი-თი კომერციულ კომპანიებსა და სახელმწიფო სტრუქტურებს სთავაზობს საინფორმაციო სისტემების შერჩევაში მხარდაჭერას. იუ-ჯი-თის მჭიდრო ურთიერთობები გააჩნია საინფორმაციო სისტემების მომწოდებელ მრავალ წამყვან კომპანიასთან. აქვს მათთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება და საფუძვლიანად ერკვევა ტექნოლოგიების მრავალფეროვნებაში. კომპანიის სპეციალისტები, რომლებიც ღრმად ერკვევიან, როგორც ბიზნესში, ასევე ტექნოლოგიებში, სისტემების შერჩევის პროცესში ზუსტად განსაზღვრავენ კავშირს დამკვეთის ბიზნეს-სტრატეგიასა და საინფორმაციო სისტემებს შორის.