კომპლექსური პროექტების მართვა

თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა მხოლოდ პროექტული მიდგომის საფუძველზე შეიძლება. პროექტების მართვა და განხორციელება განსაკუთრებით რთულდება მაშინ, როდესაც პროექტი კომპლექსურ ხასიათს ატარებს. კომპლექსურობა გამოიხატება იმაში, რომ დასმული ამოცანების წარმატებით გადაჭრისათვის აუცილებელია:

  • სწორი გადაწყვეტილების შემუშავება;
  • რამდენიმე და სხვადასხვა ტიპის მომწოდებლის პროდუქტები;
  • მაღალკვალიფიციური სხვადასხვა სახის სპეციალისტები;
  • პროექტში მონაწილე რამდენიმე მხარე, რომლებსაც საკუთარი ინტერესები გააჩნიათ;
  • პროექტის განხორციელების ხარისხის კონტროლი და მაღალი რისკების მართვა, რომელიც თან სდევს კომპლექსურ პროექტებს.

მსგავსი ტიპის პროექტები დამახასიათებელია მსხვილი კომერციული ორგანიზაციებისა და სახელმწიფო სტრუქტურებისათვის.

იუ-ჯი-თი ახორციელებს კომპლექსური პროექტების მართვას და უზრუნველყოფს მათ წარმატებულ განხორციელებას. ასეთ პროექტებში იუ-ჯი-თი შეიძლება მონაწილეობდეს ორი ფორმით:

  • დამოუკიდებელი მხარე, რომელიც ახორციელებს პროექტის მართვას.
  • პროექტის განხორციელებაში მონაწილე მხარე, რომელიც ამავე დროს მართავს პროექტს.

კომპანიას გააჩნია მაღალი დონის პროექტის მენეჯერები, რომლებსაც გააჩნიათ სპეციფიკური ცოდნა და გამოცდილება, რაც საჭიროა საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვის პროექტის მართვისა და განხორციელებისათვის. იუ-ჯი-თის პარტნიორების მრავალფეროვნება და კავშირები კომპლექსური პროექტების წარმატებულ რეალიზაციას უზრუნველყოფს.