სახელმწიფო სექტორის მომსახურება

კომპანია იუ-ჯი-თი სახელწიფო სექტორს  სთავაზობს კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის, ასევე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისათვის განკუთვნილი სხვადასხვა ტიპის აპარატურის საპროექტო მიწოდებას.

მრავალფეროვან აპარატურასა და პროგრამულ უზრუნველყოფაში არჩევანის გაკეთება დამკვეთისათვის, მარტივდება კომპანიის სპეციალისტების მიერ გაწეული კონსულტაციების მეშვეობით.

იუ-ჯი-თის ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდების მიმართულებით, სახელწიფო სექტორისათვის განხორციელებული აქვს მრავალი მასშტაბური პროექტი, რომელიც მოიცავდა სხვადასხვა ტიპის აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდებას მკაცრად განსაზღვრული დროით და პირობებით. მათ შორისაა:

  • საქართველოს სკოლებში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის პროგრამის "ირმის ნახტომის" ფარგლებში, საქართველოს რეგიონის სკოლების  კომპიუტერიზაციის პროექტი
  • განათლების სამინისტროს ერთიანი ეროვნული გამოცდების ტექნიკური აღჭურვის პროექტი.
  • პენიტენციალური სისტემის კომპიუტერიზაციის პროექტი.
  • გენერალური პროკურატურის კომპიუტერიზაციის პროექტი.
  • კომპიუტერული აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდება სოფლის მეურნეობის განვითარების პროეტის ფარგლებში.