აუთსორსინგი

ტექნოლოგიური სამყაროს ზრდასთან ერთად იზრდება კომპანიის ბიზნეს მოთხოვნებიც. იმისათვის, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურამ დააკმაყოფილოს ყველა მის წინაშე მდგარი მოთხოვნა, აუცილებელია მას მართავდეს გამოცდილი და მცოდნე სპეციალისტი. აუთსორსინგი არის სერვისი, რომლის დროსაც მომსახურე კომპანია პასუხისმგებლობას იღებს თავის თავზე, ეფექტიანად მართოს დამკვეთი ორგანიზაციის IT ინფრასტრუქტურა.

იუ-ჯი-თის გააჩნია ორი სხვადასხვა ტიპის აუთსორსინგის სერვისი:

სრული აუთსორსინგი  - ეს არის მომსახურება, რომლის დროსაც კომპანია იუ-ჯი-თი პასუხისმგებლობას იღებს IT ინფრასტრუქტურის სრულ ადმინისტრირებაზე.

შერეული აუთსორსინგი - ეს არის მომსახურება, რომლის დროსაც იუ-ჯი-თი ახორციელებს ინფრასტრუქტურის ადმინისტრირებას კლიენტის IT თანამშრომლებთან ერთად.

შერეული აუთსორსინგი თავის მხრივ წარმოგიდგენთ შემდეგ IT მომსახურების სერვისებს.

ინფრასტურქტურის მართვა

აღნიშნული სერვისი თავის მხრივ შეიცავს შემდეგ მომსახურებებს:

  • სერვერების მართვა;
  • ქსელის მოწყობილობების მართვა;
  • ცენტრალური სატელეფონო სისტემის მართვა;

მონაცემთა ბაზების მართვა

  • ბიზნეს პროგრამების მონაცემთა ბაზების ორგანიზაცია;
  • მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება

უსაფრთხოების მართვა

  • უსაფრთხოების დაგეგმვა;
  • საიმედო ინფრასტუქტურის დაგეგმვა;
  • წვდომის და იდენტიფიკაციის მართვა;
  • უსაფრთხოების პროაქტიული მართვა

მდგრადი სისტემების ორგანიზება

  • სარეზერვო კოპირების სისტემის დაყენება და ადმინისტრირება;
  • დისკური მასივების ორგანიზება და მართვა;
  • სარეზერვო სერვერების მართვა;
  • კლასტერების მართვა;

ავარიის შემდგომი სისტემის ორგანიზება

  • ავარიის შემდგომი გეგმის ორგანიზება;
  • სისტემის რეგულარული კონტროლი და დახვეწა;

Service Desk

აღნიშნული სერვისი თავის მხრივ შეიცავს შემდეგ მომსახურებებს:

  • პირველადი მხარდაჭერა დღეში 8 საათი, 6 დღე კვირაში – სატელეფონო, ელექტრონული ფოსტით. ინიციდენტებზე უსწრაფესი რეაგირება;
  • მეორე და მესამე დონის მხარდაჭერა – სერთიფიცირებული სპეციალისტები;
  • ინციდენტების მართვა;
  • პრობლემების მართვა;

ჩვენი კომპანია გაძლევთ საშუალებას გამოიყენოთ სერვისი – ცენტრალური Service Desk–ი, თქვენი IT ინფრასტრუქტურის (სერვერები, IT სერვისები, ქსელური მოწყობილობები, შიდა სატელეფონო სისტემები) მხარდაჭერისათვის. ამითი მოხდება თქვენი თანხების და დროის დაზოგვა. გარდა ამისა თქვენი პრობელემბის გადასაჭრელად ჩაებმებიან ჩვენი კომპანიის გამოცდილი და შესაბამისად სერტიფიცირებული სპეციალისტები, მხარდაჭერის ნებისმიერ დონეზე. ჩვენი ტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლებელი ხდება ინციდენტების ფიქსირება და პრობლემების გადაჭრა მანამდე სანამ, ისინი თქვენს მიერ იქნება დაფიქსირებული.

თქვენი კომპანიის IT აუთსორსინგი შეიძლება შეცავდეს ყველა სასურველ სერვისებს. თქვენთვის საჭირო სერვისების ოპტიმალური ნაკრები შეიძლება შეარჩიოთ ჩვენს მენეჯერთან ერთად.

10 მიზეზი, იმისა, თუ რატომ უნდა გააკეთოთ თქვენი IT ინფრასტრუქტურის მართვის აუთსორსინგი:

 

ხუთი ბიზნეს-სტრატეგიული მიზეზი აუთსორსინგით სარგებლობისათვის:

1. ბიზნესზე ფოკუსირების გაუმჯობესება
აუთსორსინგით სარგებლობის დროს, კომპანიებს საშუალება ეძლევათ გამოანთავისუფლონ ინფრასტრუქტურის ადმინისტრირების დრო, რომელიც დაიხარჯება ძირითად ბიზნესზე ფოკუსირებისათვის.

2. მსოფლიო გამოცდილებასთან წვდომა
სპეციფიკიდან გამომდინარე, ინფრასტრუქტურის ადმინისტრირებისას, კომპანიის IT განყოფილებებს სულ უფრო ნაკლები დრო რჩებათ მსოფლიო გამოცდილებისა და სიახლეების ათვისებისათვის. აუთსორსინგის მომწოდებელი კომპანია მაქსიმალურად ცდილობს კლიენტს მიაწოდოს ის ტექნოლოგიური სიახლეები, რომლებიც საგრძნობლად გააუმჯობესებენ კლიენტის ინფრასტრუქტურის პროდუქტიულობას, სტაბილურობას და მნიშვნელობას ბიზნესისათვის.

3. კვალიფიკაციის განახლების სარგებელი
ტექნოლოგიურ ცვლილებას მუდამ თან სდევს კომპანიის IT სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროება. აუთსორსინგის დროს, კომპანია გამონთავისუფლებულია ამ აუცილებლობისაგან და ამავდროულად მის ინფრასტრუქტურას ემსახურებიან მუდამ კვალიფიცირებული სპეციალისტები.

4. რისკების გადანაწილება
კომპანიისათვის, რომლის ბიზნესის წარმოებაშიც IT ინფრასტრუქტურა წარმოადგენს მნიშვნელოვან რგოლს, ყოველთვის არსებობს ინფრასტრუქტურის შეფერხებული მუშაობის, ან მისი საერთოდ მწყობრიდან გამოსვლის რისკი. აუთსორსინგის დროს, ეს რისკები არის გადანაწილებული და შესაბამისად, მომსახურე კომპანია ატარებს ყველა იმ აუცილებელ სამუშაოებს, რომელიც გაუთვალისწინებელი შეფერხებების თავიდან აცილების საშუალებას იძლევა.

5. IT სპეციალისტების გადანაწილება მნიშვნელოვან მიმართულებებზე
ნებისმიერი კომპანია განიცდის IT თანამშრომლების სიმცირეს. აუთსორსინგის დროს, კომპანიის მენეჯმენტს საშუალება ეძლევა უფრო ოპტიმალურად გადაანაწილოს თავისი რესურსები.

ხუთი ბიზნეს-ტაქტიკური მიზეზი აუთსორსინგით სარგებლობისათვის: 

1. ერთჯერადი საჭიროება
ყოველთვის ძნელია მიმართო რესურსი მოულოდნელად წამოჭრილი პრობლემის გადასაჭრელად. აუთსორსინგის დროს, მომსახურე კომპანიის რესურსი მაქსიმალურად ოპერატიულად არის ხელმისაწვდომი ამა თუ იმ პრობლემის მოსაგვარებლად.

2. მიმდინარე ხარჯების კონტროლი
ნებისმიერი კომპანიისათვის მნიშვნელოვანია ხარჯების კონტროლი. აუთსორსინგის დროს, მკაცრად არის გაწერილი და გაანგარიშებული ყველა ის შესაძლო ხარჯი, რომელიც კომპანიამ უნდა გაწიოს აუთსორსინგის კონტრაქტის პერიოდში.

3. დანახარჯების შემცირება 
კომპანიის IT თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება, მათთვის სასწავლო ლიტერატურისა და აპარატურის შეძენა, საკმაოდ სოლიდურ ხარჯებთან არის დაკავშირებული. აუთსორსინგი საშუალებას იძლევა ეს თანხები მიმართული იქნას ბიზნესის განვითარებისაკენ.

4. ზოგადი ხარჯების შემცირება
კომპანიის თანამშრომლებისათვის განსაზღვრულია საერთო ხარჯები, როგორიცაა ტრანსპორტირება, ნებართვები, დოკუმენტაციის წარმოება და სხვ. აუთსორსინგი იწვევს ზოგადი ხარჯების შემცირებას.

5. სანდო პარტნიორი
კომპანიისათვის, რომელიც აპირებს ახალ ქვეყანაში, ახალ რაიონში, ან ახალ უბანში ფილიალის გახსნას, ან საქმიანობის დაწყებას, ყოველთვის ძნელია IT სპეციალისტების „დუბლირება“. აუთსორსინგის დროს, მოცემული პრობლემები უმეტეს წილად გადაჭრილია.