ტრანსპორტი და მრეწველობა

მსოფლიოს მასშტაბით, ინფორმაციული ტექნოლოგიები წარმატებით  ინერგება სატრანსპორტო და სამრეწველო კომპანიებში. ამ მიმართულებით კომპანია იუ-ჯი-თის გადაწყვეტილებები, პირველ რიგში ორიენტირებულია წარმოების ეფექტიანად მუშაობაზე, მართვის პროცესების გაუმჯობესებასა და კონტროლზე, ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე. 

იუ-ჯი-თის პარტნიორების (SAP, MBS) მიერ შემოთავაზებული ბიზნეს პროგრამული გადაწყვეტილებების საშუალებით, სატრანსპორტო და სამრეწველო ინდუსტრიაში მოქმედი ორგანიზაციებისათვის შესაძლებელია ბიზნეს პროცესების ეფექტიანობის გაზრდა. ბიზნეს გადაწყვეტილებები კომპანიებს ეხმარება მართონ ურთიერთობები კლიენტებთან, მომწოდებლებთან, პარტნიორებთან, თანამშრომლებთან და ა.შ.

მართვის ავტომატიზირებული სისტემების დანერგვით, სატრანსპორტო ორგანიზაციები მიიღებენ შემდეგ ბიზნეს-სარგებელს:

  • ოპერაციების ეფექტიანობის ზრდა.
  • რისკების შემცირება.
  • კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესება.
  • გაყიდვების გაუმჯობესება.
  • დანახარჯების შემცირება.
  • ბიზნეს-პროცესების ინტეგრაცია.
  • ტვირთების გადაზიდვის პროცესების გაუმჯობესება.
  • მგზავრთა გადაყვანის პროცესების გაუმჯობესება.
  • შეკვეთების ეფექტიანად მართვა.
  • ახალი პროდუქტების და სერვისების განვითარება.