სატელეკომუნიკაციო სექტორი

მზარდი სატელეკომუნიკაციო ბიზნეს გარემოს პირობებში, თავს იჩენს არაერთი პრობლემა, რომლის ეფექტიანად გადაჭრაც შეუძლებელია  საინფორმაციო ტექნოლოგიების სრულყოფის გარეშე. კომპანია იუ-ჯი-თი ლიდერია საქართველოს  საინფორმაციო ტექნოლოგიების  ბაზარზე საქსელო-სატელეკომუნიკაციო სფეროში.

დღეისათვის, კომპანია იუ-ჯი-თის შეუძლია გადაჭრას  სატელეკომუნიკაციო სექტორის წინაშე მდგარი ყველა პრობლემატური საკითხი საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში. იუ-ჯი-თი სატელეკომუნიკაციო სექტორს სთავაზობს, როგორც თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების ფართო სპექტრს, ასევე პროფესიულ მომსახურებას მულტივენდორული (რამდენიმე სხვადასხვა მომწოდებლის) სისტემების პროექტირებასა და ორგანიზაციის არსებულ ინფრასტრუქტურასთან ინტეგრირებაში. მსოფლიოს წამყვანი მომწოდებლების ძლიერი მხარდაჭერა და იუ-ჯი-თის სპეციალისტების მაღალი კომპეტენცია, კომპანიას საშუალებას აძლევს თავი გაართვას ისეთი კომპლექსური პროექტების წარმატებით განხორციელებას, როგორებიცაა:

  • მონაცემთა შენახვისა და არქივაციის სისტემების აგება.
  • მონაცემთა აღრიცხვის (Billing) სისტემების დანერგვა.
  • კორპორატიული გამოთვლითი ცენტრების პროექტირება.
  • საინფორმაციო უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება - დანერგვა.
  • მულტისერვისული საკომუნიკაციო ქსელების მშენებლობა.
  • „ქოლ-ცენტრებისა“ და „კონტაქტ-ცენტრების“ აგება.

ცვალებად გარემოსთან მარტივად ადაპტირებადი საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის აგების გზით, იუ-ჯი-თი ორგანიზაციებს ეხმარება მიაღწიონ მეტ წარმატებებს თავიანთ ბიზნესში. იუ-ჯი-თის გადაწყვეტილებები, საინჟინრო მომსახურება და პროფესიული სერვისები, მიმართულია სატელეკომუნიკაციო სექტორის მომგებიანობის, კონკურენტუნარიანობის და ბიზნესის ღირებულების ზრდაზე.