საბანკო-საფინანსო სექტორი

კომპანია იუ-ჯი-თის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა საბანკო-საფინანსო სექტორის ბიზნეს ამოცანების კვლევა და მათი გადაჭრის მიზნით ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შემუშავება. წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე, კომპანია იუ-ჯი-თი წარმატებით ეხმარება საბანკო-საფინანსო სექტორს კომპლექსური გადაწყვეტილებების დანერგვასა და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაში.

დღეისათვის, საბანკო-საფინანსო სექტორში მოღვაწე არაერთი მსხვილი ორგანიზაცია სარგებლობს იუ-ჯი-თის მიერ დანერგილი უახლესი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებით. კომპანია იუ-ჯი-თის კლიენტებს შორისაა საქართველოს ეროვნული ბანკი, თიბისი ბანკი, საქართველოს ბანკი, საპროცესინგო ცენტრი "ჯორჯიან ქარდი" და სხვა.

კომპანია იუ-ჯი-თის გადაწყვეტილებები დამკვეთს საშუალებას აძლევს მაქსიმალურად დაიცვას ინვესტიციები და მოიპოვოს კონკურენტული უპირატესობა. იუ-ჯი-თი, საბანკო-საფინასო სექტორისთვის გადაწყვეტილებების შემუშავების დროს, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ამ სფეროსათვის კრიტიკული მნიშვნელობის ბიზნეს პროცესებს - მონაცემთა აღრიცხვის, დამუშავების და დაცვის უზრუნველყოფას. იუ-ჯი-თის მიერ შემოთავაზებული მონაცემთა შენახვის სისტემების საშუალებით შესაძლებელია შემდეგი ამოცანების გადაწყვეტა:

  • მონაცემთა ავტომატური რეზერვაცია და საჭიროების შემთხვევაში სწრაფი აღდგენა;
  • დიდი მოცულობის მონაცემთა ცენტრალიზაცია და მართვის გაადვილება;
  • იშვიათად გამოყენებადი ინფორმაციის არქივაცია და საიმედო შენახვა რამოდენიმე ათეული წლის განმავლობაში და ა. შ.

მონაცემთა შენახვის სისტემების ასაგებად იუ-ჯი-თი იყენებს მისი პარტნიორების უახლეს, საიმედო ტექნოლოგიებს და ცოდნას, რაც უზრუნველყოფს კრიტიკული ინფორმაციის დაცვას ნებისმიერ სიტუაციაში.

იუ-ჯი-თი საბანკო-საფინანსო სექტორის წარმომდგენლებს სთავაზობს კლიენტებთან ურთიერთობის მართვის უახლეს პროგრამულ უზრუნველყოფას (CRM_Customer Relationship Management). CRM-ი საფინანსო ორგანიზაციას საშუალებას აძლევს მართოს გაყიდვების, მომსახურების, მარკეტინგული ღონისძიებების, შესაბამისი რეპორტინგის და კლიენტებთან ურთიერთობის სხვა პროცესები, ეფექტიანად შეაფასოს საჭირო ინფორმაცია, გააუმჯობესოს კომპანიის პროდუქტიულობა და მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები. აღნიშნული ბიზნეს გადაწყვეტილების დანერგვით ორგანიზაციები მიიღებენ შემდეგ ბიზნეს სარგებელს:

  • გაყიდვების შესაძლებლობების გამოვლენა და გაყიდვების შესაძლებლობების რეალიზაციის (Sales Closing) კოეფიციენტის ამაღლება.
  • ორგანიზაციის თანამშრომლების დროის დაზოგვა.
  • ორგანიზაციის თანამშრომლების ინფორმაციული მხარდაჭერა.
  • მომსახურების ხარისხის კონტროლი.
  • გაყიდვების და პროდუქტიულობის ზრდა.
  • ინფორმაციის ინტეგრირებულობა.
  • პროცესების სწრაფი მართვა და დანახარჯების მნიშვნელოვნად შემცირება.
  • კლიენტების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება.
  • კროს სელინგის (Cross Selling) სისტემის გაუმჯობესება.