კლიენტები
დამკვეთის მიმდინარე მოთხოვნებთან ერთად, იუ-ჯი-თი ითვალისწინებს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სამომავლო განვითარების პერსპექტივას, დამკვეთი ორგანიზაციის ზრდის დინამიკას და ქმნის გადაწყვეტილების ისეთ ალტერნატივას, რომელიც უზრუნველყოფს კლიენტის ინვესტიციების მაქსიმალურ დაცვას.
იუ-ჯი-თის კლიენტების რიცხვს მიეკუთვნებიან შემდეგი სფეროს წარმომადგენლები: საბანკო-საფინანსო, სატელეკომუნიკაციო, წარმოების, დისტრიბუციის, საცალო ვაჭრობის და სამშენებლო სექტორები. სახელმწიფო სფეროდან - თავდაცვის და უსაფრთხოების, საფინანსო-ეკონომიკური რგოლის, საგანმანათლებლო და ჯანდაცვის სტრუქტურები.
დღეს ჩვენი კლიენტების სიაში 300 მოწინავე კომპანიაა. მათ შორისაა:
-
უმსხვილესი ხუთი კომერციული ბანკიდან ხუთივე (თიბისი ბანკი, საქართველოს ბანკი, ბანკი რესპუბლიკა, პროკრედიტ ბანკი, ქართუ ბანკი);
-
უმსხვილესი ხუთი ტელეკომ–ოპერატორიდან ხუთივე (მაგთი, საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია და სხვა);
-
ათი სახელმწიფო დაწესებულება და სამინისტრო (საქართველოს ეროვნული ბანკი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, განათლების და მეცნიერების სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო და სხვა);
-
საქართველოში მოქმედი ყველა მსხვილი დონორი ორგანიზაცია (USAID, ამერიკის საელჩო, მსოფლიო ბანკი, გაერო, წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაცია და სხვა) ;
-
საქართველოში მოქმედი უმსხვილესი ათი უცხოური კომპანიიდან ათივე (ბრიტიშ პეტროლიუმი, პეტროფაკი, ნესტლე, ბექტელი და სხვა);
-
სხვა მრავალი მსხვილი და საშუალო ზომის კომპანია.
