სტრუქტურა

იუ-ჯი-თი ძირითადად კონცენტრირებულია მსხვილ კორპორაციულ კლიენტებსა და სახელმწიფო სექტორის მომსახურებაზე. ამჟამად, კომპანია მუშაობს ექვსი ძირითადი მიმართულებით:

 

1. კონსალტინგი და კომპლექსური პროექტები; 

2. სისტემური ინტეგრაცია;

3. ბიზნეს პროგრამული  სისტემები;

4. პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა და განვითარება;

5. კომპიუტერული ტექნიკის და პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდება;

6. ტრეინინგი, კონსულტაცია და მხარდაჭერა.

 

კონსალტინგის და კომპლექსური პროექტების მიმართულებით იუ–ჯი–თი უზრუნველყოფს საინფორმაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ბიზნეს კონსალტინგს და მსხვილი, მრავალპროფილიანი პროექტების მართვას. მსგავსი პროექტები ძირითადად ხორციელდება სახელმწიფო სექტორში.

სისტემური ინტეგრაციის მიმართულებით იუ–ჯი–თი მსხვილ ორგანიზაციებს ეხმარება IT ინფრასტრუქტურის ეფექტიანად მოწყობასა და გამოყენებაში, თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო გადაწყვეტილებების, სისტემების და სერვისების მიწოდების გზით.

ბიზნეს პროგრამული სისტემების მიმართულებით იუ–ჯი–თი ორგანიზაციებს ეხმარება მათი ბიზნეს მიზნების მიღწევაში კომპლექსური გადაწყვეტილებების მიწოდების გზით, რომლებიც აგებულია ბიზნეს პროგრამულ უზრუნველყოფაზე, სერვისებსა და კონსალტინგზე.

პროგრამული უზრუნველყოფის შექმნისა და განვითარების მიმართულებით იუ–ჯი–თი ახორციელებს ადგილობრივი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას, რომელიც აკმაყოფილებს დამკვეთი ორგანიზაციის სპეციფიკურ მოთხოვნებს. დამკვეთის ინდივიდუალურობაზე მორგებული პროგრამული უზრუნველყოფის შექმნასთან ერთად, მუშავდება და ინერგება მისი განვითარების სტრატეგიაც.

კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდების მიმართულებით იუ–ჯი–თი ახორციელებს ყველა სახის კომპიუტერული და საოფისე ტექნიკის, პროგრამული უზრუნველყოფის და საქსელო-საკომუნიკაციო აპარატურის გაყიდვებს, საგარანტიო და გარანტიის შემდგომ ტექნიკურ მომსახურებას.

ტრეინინგებს, კონსულტაციას და დანერგვის შემდგომ მხარდაჭერას იუ–ჯი–თი უზრუნველყოფს საინფორმაციო ტექნოლოგიების ყველა იმ მიმართულებაში და პროდუქტებში, რომლებიც დამკვეთს მიეწოდება.