იუ-ჯი-თის ისტორია

2010_იუ–ჯი–თი გახდა პირველი ქართული კომპანია, რომელმაც ბიზნესის წარმოება ამერიკის სეერთებულ შტატებში დაიწყო. ტეხასის შტატ ქალაქ დალასში ფუნქციონირება დაიწყო UGT LLC-მ

 

2010_იუ–ჯი–თიმ შექმნა ახალი ვენჩერული ფონდი საქართველოში

 

2010_იუ-ჯი-თი გახდა პირველი ქართული კომპანია, რომელმაც ORACLE-ს საპარტნიორო სტატუსი - „ORACLE Gold Certified Partner“ მიიღო 
 
2010 _ იუ –ჯი–თი და მისი შვილობილი კომპანია დილაინი მსხვილ და კეთილსინდისიერ გადამხდელთა ოქროს სიაში მოხვდნენ 

2009_იუ–ჯი–თიმ შინაგან საქმეთა სამინისტროში სამართალდარღვევების რეგისტრაციის ახალი სისტემა დანერგა 

2009_იუ–ჯი–თი გახდა საბანკო ტექნოლოგიების მწარმოებელი მსოფლიო ლიდერი კომპანია De La Rue–ს პირველი სერთიფიცირებული პარტნიორი საქართველოში 

2009_იუ-ჯი-თი წლის საუკეთესო ინტეგრატორ კომპანიად დასახელდა 

2009_იუ–ჯი–თის პრეზიდენტი გიორგი ჭირაქაძე „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტი გახდა   

2009 _ საქართველოში პირველი Microsoft Certified Professional (MCP) კლუბი გაიხსნა 

2009_იუ–ჯი–თის პრეზიდენტი საქართველოში ყველაზე მასშტაბური ბიზნესმენთა გაერთიანების შექმნის ერთერთი ინიციატორი გახდა 

2009_იუ–ჯი–თი გახდა პირველი ქართული კომპანია, რომელმაც მსოფლიო ლიდერი კომპანია VMware-ის კორპორატიული პარტნიორის (Enterprise Partner) სტატუსი მიიღო 

 

2009 _ იუ–ჯი–თიმ კომპანია Billcon-ის სერთიფიცირებული ბიზნეს პარტნიორის სტატუსი მიიღო

 

2009_იუ–ჯი–თი კორპორაცია Cisco Systems-ის ახალი სპეციალიზაციის Advanced Security-ს მფლობელი გახდა

 

2008_იუ–ჯი–თი გახდა პირველი ქართული კომპანია, რომელმაც  საკონფერენციო აუდიო–ვიდეო კავშირების აპარატურის მსოფლიო მწარმოებელი კორპორაცია პოლიკომის სერთიფიცირებული ბიზნეს პარტნიორის სტატუსი მიიღო

 

2008_იუ–ჯი–თიმ კორპორაცია Microsoft-თან ერთად შექმნა  ქართულენოვანი Windows Vista და Microsoft Office 2007

 

2008_იუ-ჯი-თი გახდა პირველი ქართული კომპანია, რომელმაც HP-ს პარტნიორის უმაღლესი სტატუსი - „HP Gold Certified Patner“ მიიღო

 

2008_იუ-ჯი-თიმ Microsoft-ის ახალი კომპეტენცია - Advance Infrastructure Solutions Competency მიიღო 

 

2008_ კომპანია იუ–ჯი–თიმ საერთაშორისო სერთიფიკატი ISO 9001-2000 მიიღო

 

2008_კომპანია იუ–ჯი–თის Microsoft-მა ავტორიზირებული სწავლების საპარტნიორო სტატუსი – Lerarning Solutions Competency მიანიჭა. ესაა პირველი შემთხვევა, როცა ქართული კომპანიის მეშვეობით მომხმარებლები მოახერხებენ ავტორიზებული სწავლების მიღებას.

 

2008_ ყველაზე აქტიური მხარდაჭერისათვის  იუ–ჯი–თის საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისაგან სპეციალური ჯილდო გადაეცა.  

 

2008_იუ–ჯი–თი გამოთვლითი ცენტრის საინჟინრო ინფრასტრუქტურული მიმართულების ლიდერი კომპანია RITTAL–ის ავტორიზებული საპარტნიორო სტატუსის  მფლობელი გახდა

 

2008_იუ-ჯი-თი მსოფლიო ლიდერი კორპორაცია Сisco Systems-ის ახალი საპარტნიორო სტატუსის Public Solution Partner–ის მფლობელი გახდა

 

2007_საქართველოს ბაზარზე პერსონალური სისტემების გაყიდვების მიმართულებით კორპორაცია HP-მ იუ-ჯი-თი ლიდერ კომპანიად აღიარა

 

2007_იუ–ჯი–თიმ სტრუქტურირებული საკაბელო სისტემების კომპონენტების წარმოებაში მსოფლიოში ერთერთი წამყვანი კომპანიის, PANDUIT–ის ბიზნეს პარტნიორის სტატუსი მიიღო. იუ–ჯი–თი გახდა PANDUIT–ის   პირველი სერთიფიცირებული წარმომადგენელი საქართველოში.

 

2007_ნოვაცია ქართულ აიტი სივრცეში. იუ-ჯი-თიმ Microsoft Dynamics Navision-ის ქართული ინტერფეისი შექმნა.

 

2007_იუ-ჯი-თიმ ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე რთული ტექნოლოგიური პროექტი განახორციელა - შეიქმნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემთა ინტეგრირებული ბაზა და  კორპორაციული ვებ პორტალი. სამინისტროს ელექტრონული რესურსები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ერთიან საინფორმაციო სივრცეში გაერთიანდა.

 

2007_იუ-ჯი-თიმ კორპორაცია Oracle-ის საპარტნიორო სტატუსი - "Oracle Certified Partner" მიიღო.

 

2006 _იუ-ჯი-თიმ კორპორაცია Cisco-ს ახალი სპეციალიზაცია - Express Foundation მიიღო.

 

2006_იუ-ჯი-თიმ ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე რთული ტექნოლოგიური პროექტი განახორციელა - შექმნა შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოთვლითი ცენტრი, მონაცემთა ცენტრალური ბაზები და საპატრულო პოლიციის მობილური ჯგუფების ავტომატიზირებული საინფორმაციო სისტემა.

 

2006_იუ-ჯი-თის მიენიჭა  კომპანია Symantec-ის უმაღლესი საპარტნიორო სტატუსი "Symantec Gold certified partner".

 

2006 _იუ-ჯი-თიმ კორპორაცია Microsoft-თან ერთად შექმნა ქართულენოვანი Windows XP.

 

2006_იუ-ჯი-თი გახდა პირველი ქართული კომპანია, რომელმაც Microsoft-ის პარტნიორის უმაღლესი სტატუსი - „Microsoft Gold Certified Patner“ მიიღო.

 

2006 _ბიზნესის გამორჩეულად მნიშვნელოვანი ზრდისთვის კორპორაცია HP-საგან, იუ-ჯი-თის სპეციალური ჯილდო გადაეცა.

 

2006_საქართველოს სკოლებში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის პროგრამის "ირმის ნახტომის" ფარგლებში, იუ-ჯი-თიმ საქართველოს სკოლების კომპიუტერიზაცია  განახორციელა.

 

2005_საქართველოს ბაზარზე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიმარულებით კორპორაცია HP-მ, იუ-ჯი-თი 2005 წლის ლიდერ კომპანიად აღიარა. კომპანიას გადაეცა სერთიფიკატები:  "საქართველოს ბაზარზე კორპორაციული სისტემების განსაკუთრებული ხელშეწყობისთვის" და "HP-ის შენახვის სისტემების (HP EVA - Enterprice Virtual Array) ბიზნესის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილისათვის".

 

2005_იუ-ჯი-თიმ IPG პროდუქტების მიმართულებით HP-ის საგარანტიო სერვის–ცენტრის სტატუსი მიიღო.

 

2005 _ კორპორაცია Microsoft-მა, იუ-ჯი-თი Microsoft Business Solutions-ის ერთერთ ყველაზე სწრაფი სტარტის მქონე პარტნიორად აღიარა.

 

2005_იუ-ჯი-თი ქართულ აი-თი ბაზარზე ნოვაციით შედის.  იხსნება ახალი ელექტრონული მაღაზია PCSHOP.GE. იგი მომხმარებლებს გაუმარტივებს კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვას და დაეხმარება საჭირო პროდუქტების სწორად შერჩევაში.

 

2005_იუ-ჯი-თი ელექტრონული ლექსიკონების მწარმოებელი ცნობილი კომპანიის - ABBYY-ს სერთიფიცირებული დილერის სტატუსს იღებს.

 

2005_იუ-ჯი-თიმ მიიღო უწყვეტი კვების სისტემების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Tripplite-ის ბიზნეს პარტნიორის სტატუსი.

 

2005_იუ-ჯი-თი კორპორაცია Oracle-ის - მსოფლიო ლიდერის მონაცემთა ბაზების მართვის სისტემების წარმოებაში და ბიზნეს პროგრამული უზრუნველყოფის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებლის ოფიციალური პარტნიორი გახდა.

 

2005_იუ-ჯი-თიმ განახორციელა პენიტენციალური სისტემის ფარგლებში ერთერთი მასშტაბური პროექტი. პროექტის შედეგად კომპიუტერული ტექნიკით აღიჭურვა და ლოკალურ ქსელში ჩაერთო  სასჯელაღსრულების შვიდი დაწესებულება, აგრეთვე სასჯელაღსრულების დეპარტამენტი და იუსტიციის სამინისტრო.   

 

2005_ იუ-ჯი-თისა და Microsoft-ს შორის ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომლის თანახმადაც კომპანიამ მიიღო უფლება განახორციელოს Microsoft Windows XP-ს ქართულენოვანი ლოკალიზაციის პროექტი.

 

2004 _ იუ-ჯი-თი ამერიკის სავაჭრო პალატამ (AmCham)  წლის საუკეთესო IT კომპანიად აღიარა.

 

2004_ კომპანია იუ-ჯი-თი გახდა კორპორაცია SAP-ის (მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანია კომპლექსური ბიზნეს გადაწყვეტილებების მიმართულებით) ექსკლუზიური ბიზნეს-პარტნიორი საქართველოში.

 

2004 _ იუ-ჯი-თი გახდა ბიზნეს-პროგრამული უზრუნველყოფის წარმოების ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერის - Microsoft Business Solutions-ის სერთიფიცირებული ბიზნეს-პარტნიორი.

 

2004 _იუ-ჯი-თი გახდა ქსელური უსაფრთხოების პროგრამული უზრუნველყოფის ნომერ პირველი მწარმოებლის - Check point-ის ერთადერთი სერთიფიცირებული წარმომადგენელი საქართველოში.

 

2004 _იუ-ჯი-თის სერვის-ცენტრმა მიიღო "IBM-ის მიერ წარმოებული ტექნიკის სერთიფიცირებული სერვის-ცენტრის" სტატუსი.

 

2004_იუ-ჯი-თიში განხორციელებული რესტრუქტურიზაციის შედეგად, კომპანია დაიყო ბიზნეს ერთეულებად. ჩამოყალიბდა ოთხი ძირითადი მიმართულება: კონსალტინგის და კომპლექსური პროექტების, IT ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებების, ბიზნეს პროგრამული გადაწყვეტილებების და კომპიუტერული ტექნიკის დისტრიბუციის დეპარტამენტები.

 

2003 _ იუ-ჯი-თის გადაეცა პრიზი HP-ისაგან  “ბიზნესის განვითარებისთვის“.

 

2003 _ იუ-ჯი-თი გახდა კორპორაცია IBM-ის ბიზნეს-პარტნიორი.

 

2003 _ HP-ის (Hewlett-Packard) მიერ Compaq-ის შესყიდვის (2002 წ.) შემდეგ, იუ-ჯი-თიმ მიიღო "HP-ის ბიზნეს-პარტნიორის" და "HP-ის მიერ წარმოებული ტექნიკის სერთიფიცირებული სერვის-ცენტრის" სტატუსი.

 

2002 _ იუ-ჯი-თი გახდა კორპორაცია Microsoft-ის ოფიციალური პარტნიორი.

 

2002 _ იუ-ჯი-თი გახდა კორპორაციული აი-ტი სისტემების უმსხვილესი მწარმოებლის, კორპორაცია Sun Microsystems-ის ბიზნეს-პარტნიორი და მიიღო "Sun Microsystems-ის კორპორატიული სისტემების რეალიზატორის" სტატუსი.

 

2002 _ იუ-ჯი-თი გახდა კომპანია APC-ის სერთიფიცირებული პარტნიორი

 

2002_ იუ-ჯი-თის მეორედ მიენიჭა "კავკასიის რეგიონში Compaq-ის საუკეთესო ბიზნეს-პარტნიორის" სტატუსი.

 

2001_ იუ-ჯი-თის მიენიჭა "კავკასიის რეგიონში Compaq-ის საუკეთესო ბიზნეს-პარტნიორის" სტატუსი.

 

2001 _ კომპანიამ მიიღო პრიზი Compaq-ისაგან "Compaq-ის ბიზნესის განვითარებისათვის".

 

2000_ იუ-ჯი-თი გახდა საქსელო-საკომუნიკაციო სისტემების უმსხვილესი მწარმოებლის Cisco Systems-ის პრემიერ-პარტნიორი.

 

1998 _ იუ-ჯი-თიმ მიიღო "Compaq-ის ავტორიზირებული სერვის-ცენტრის" სტატუსი.

 

1997_ იუ-ჯი-თი გახდა მსოფლიოში კომპიუტერული ტექნიკის უმსხვილესი მწარმოებლის, Compaq-ის (ახლა უკვე HP Compaq)  უფლებამოსილი პარტნიორი კავკასიის რეგიონში.

 

1997_ კომპანია იუ-ჯი-თის დაარსების წელი.